ნაწარმოებები



ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
5 აგვისტო, 2015


უილიამ შექსპირი - სონეტი VI (საბოლოო ვერსია)

ნებას ნუ დართავ ზამთრის ტლანქ ხელს დაასვას დაღი
შენს ტურფა ზაფხულს, შეინახავ ვიდრე  მის  ნაწურს:
და გადაავსებ ვიღაცის თასს ტკბილი ბადაგით,
სანამ მპარავი დრო წარგტაცებს ეშხის საგანძურს.

მევახშეობა  სათაკილო ნუ გეგონება, 
თუკი ხალისით გიბრუნებენ სესხსა და სარგოს.
რადგან მოხდება ისევ შენი განმეორება,
ეს სიხარული კი ჯობია გაიათმაგო.

გაგიმეორა თუკი ათგზის შენმა ნამატმა,
იბედნიერებ ათჯერ მეტად ჯილაგით მაშინ,
შეეგებები კარზე მომდგარ სიკვდილს ამაყად,
სიცოცხლეს ქვეყნად თუ შემატებ უამრავ ბადიშს.

თუმც მეტისმეტად ლამაზი ხარ, ნუ ხარ თავკერძა,
ნუ დაუტოვებ მაგ მშვენებას მატლებს ანდერძად!

5 აგვისტო, 2015 წ.


William Shakespeare -  Sonnet VI
Then let not winter's ragged hand deface,
In thee thy summer, ere thou be distilled:
Make sweet some vial; treasure thou some place
With beauty's treasure ere it be self-killed.

That use is not forbidden usury,
Which happies those that pay the willing loan;
That's for thy self to breed another thee,
Or ten times happier, be it ten for one;

Ten times thy self were happier than thou art,
If ten of thine ten times refigured thee:
Then what could death do if thou shouldst depart,
Leaving thee living in posterity?

  Be not self-willed, for thou art much too fair
  To be death's conquest and make worms thine heir.



უილიამ  შექსპირი - სონეტი VI (ძველი ვერსია) -თარგმნა ოთარ ცისკაძემ

სანამ ზამთარმა სილამაზე გაგიტიალა,
ძვირფას ზაფხულის შეინახე გამონაწური,
აღავსე შენი სიტკბოებით ვინმეს  ფიალა,
არ გაიფლანგოს სილამაზის ეგ საგანძური.

ნება არ მისცე ზამთრის ტლანქ ხელს გაგიჩანაგოს
შენი ზაფხული, გადინახავ ვიდრე მის ნაწურს,

მევახშეობა  სათაკილო ნუ გეგონება, 
თუკი ხალისით გიბრუნებენ სესხსა და სარგოს.
რადგან მოხდება ისევ შენი განმეორება,
ეს სიხარული კი ჯობია გაიათმაგო.

ათი მემკვიდრე ათჯერ მეტად გაბედნიერებს,
თუ იმ ათივემ, ისევ ათჯერ გაგიმეორა, 
თვით სიკვდილთანაც, რომ მოკვდები იკადნიერებ,
თუკი დატოვებ ნაყოფიერ მემკვიდრეობას.

თუმც მეტისმეტად ლამაზი ხარ, ნუ ხარ თავკერძა,
ნუ დაუტოვებ მაგ მშვენებას მატლებს ანდერძად!

25 სექტემბერი, 2013 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები