ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
6 აგვისტო, 2015


კროსვორდი


ჩვენ გავიარეთ ყველა სიტყვა:
თ ა რ ა ზ უ ლ ა დ,
ვ ე რ ტ ი კ ა ლ უ რ ა დ,
შეივსო ყველა თეთრი უჯრა,
ზოგჯერ – მძულდი!
ზოგჯერ – მიყვარდი!
და მენატრება
უცნობები ვიყოთ ახლიდან,
ისე,
შემთხვევით –
რამეს გკითხავდი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები