ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
6 აგვისტო, 2015


ამბავი ქვეყანაზე, რომელიც დაღლილია

(შესავლის მაგიერ: არ ვიცი რამ დამაწერინა... არ ვიცი როგორია... რასაც ვგრძნობდი და ვგრძნობ, ის დავწერე... უბრალოდ, გული მტკივა, მტკივა და ტკივილმა დამაწერინა... და თუ ისეთია, თქვენც რომ გატკენთ,ხომ კარგი, თუ არადა... უბრალოდ, რთულია, მძიმეა და ტკივილზეც მეტი)
..................................
ჩემი ქვეყანა ისე დაღლილია,
როგორც დღის ბოლოს კახპა ქალი.
ათასი ჯურის მომხმარებელი ჰყავს,
მაგრამ პატივს არავინ სცემს...
და როგორც თევზის ფხა,
კისერში ისე ეჩხირება ყალბი ალერსი...
განა არ იცის ან ვერ ხვდება,
რომ ატყუებენ,
რომ მხოლოდ ვნებას იკლავენ მასთან...
და მაინც...
მაინც,
ყოველდღიურად იღებს კლიენტებს
ათასი ჯურის,
სხვადასხვა მრწამსის,
კანის ფერის,
შეხედულების
და რაღაც დროის მანძილზე ხვდება,
რომ სიფილისი აიკიდა
ან გონორეა...
რომ არაფერი ეშველება,
რომ დაავადდა,
რომ მძიმე არის ასე ყოფნა,
ყოფნა უაზროდ,
რომ უნდა თავი დააღწიოს,
გათავისუფლდეს,
რომ ერთხელ მაინც უთხრას უარი
რაგინდარა მომხმარებელს,
კლიენტს,
პატრონებს...
რომ ერთხელ მაინც,
ერთხელ მაინც,
რომ ერთხელ მაინც...
მაგრამ ვერა, ვერ,
ჰო, ვერ ამბობს,
ყელში ეჩხირება სიტყვაც და პროტესტიც
ან მიეჩვია და სულერთია
ვისთან ითენებს ერთფეროვან
ნაცრისფერ დილას,
თუნდაც მზიანს,
მაინც ნაცრისფერს...
და ისევ ისე აგრძელებს ყოფას
გონორეათუსიფილისაკიდებული...
ჩემი ქვეყანა იმ კახპა ქალს ჰგავს,
დაღლილი რომაა და კლიენტს მაინც ღიმილით ხვდება...
.........................................................................................
მაჯა მიჩერდება შენი შემხედვარე,
ცრემლმა ჩემ ლოყებზე ღარი გააჩინა...
გული საგულედან ლამის ამოვარდეს,
გული უგულობამ ისე შეაშინა...
ჩადექ, საგულესა, გულო, არ შეშინდე,
არც ისე საწყლები ვართ, არც ხელჩაქნეულნი,
ყინჩად მიმოვდივართ ისევ ბეწვის ხიდზე,
და არც ნაბიჯები დაგვაქვს არეული.
ჩადექ საგულესა, თავი დაიმშვიდე,
იმედს ნუ დაკარგავ ხვალის და მომავლის,
არც ისე წასულია გულო, ჩვენი საქმე,
ვეფხვებთან მეომარ მოყმეს ისევ გაზრდის -
დღეს კახპა ქალივით სხეულგაყიდული
ეს ჩვენი სამშობლო,
დღეს ასე დაღლილი,
ახლა სიყალბეა ყველა ნარატივი,
გულო, ჩვენ შემოვრჩით ცხოვრებას
ნამდვილი!!!
ჩადექ საგულესა, გულო,
არ შეშინდე!!!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები