ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
14 აგვისტო, 2015


უილიამ შექსპირი - სონეტი CIII (103) (საბოლოო ვერსია)

აფსუს, რომ მუზა ღარიბი მყავს და  გულარძნილი,
სახელისგანთქმის ფართო ჰქონდა თუმც ასპარეზი,
გინდ შინაარსი სამოსისგან იყოს გაძრცვილი,
ის მეტად ფასობს, რადგან ხოტბას გასხამ ხარვეზით!

ნუ განმიკითხავ, თუკი ვეღარ გიძღვნი ნაწერებს!
შეხედე სარკეს, დაინახავ სახეს საამურს,
შთაგონებას რომ უმოწყალოდ გამიცამტვერებს,
სტრიქონს მიჩლუნგებს და მიკიდებს სირცხვილის ალმურს.

ხომ იქნებოდა შეცოდება, აღმოფხვრით ზადის,
ის წამეხდინა, რაც უნაკლო იყო მანამდე?
ერთადერთია რადგან ჩემი ლექსის მიზანი,
ღვთით ბოძებული სილამაზის ქვეყნად ხმა განხდეს;

შეხედე სარკეს, ამ სტრიქონთა კითხვის მაგივრად
და გაცილებით მეტს იხილავ მიჭვრიტანიდან.

14 აგვისტო, 2015 წ.


William Shakespeare – Sonnet CIII (103)

Alack, what poverty my Muse brings forth,
That having such a scope to show her pride,
The argument all bare is of more worth
Than when it hath my added praise beside!

O, blame me not, if I no more can write!
Look in your glass, and there appears a face
That over-goes my blunt invention quite,
Dulling my lines and doing me disgrace.

Were it not sinful then, striving to mend,
To mar the subject that before was well?
For to no other pass my verses tend
Than of your graces and your gifts to tell;

And more, much more, than in my verse can sit
Your own glass shows you when you look in it.



უილიამ  შექსპირი  -  სონეტი CIII (103) (ძველი ვერსია) - თარგმნა ოთარ ცისკაძემ

აფსუს, რომ მუზა ღარიბი მყავს და  გულარძნილი,
სახელისგანთქმის ფართო ჰქონდა თუმც ასპარეზი,
გინდ შინაარსი სამოსისგან იყოს გაძრცვილი,
ის მეტად ფასობს, რადგან ხოტბას გასხამ ხარვეზით!

ნუ განმიკითხავ, თუკი ვეღარ გიძღვნი ნაწერებს!
შეხედე სარკეს, დაინახავ სახეს საამურს,
შთაგონებას რომ უმოწყალოდ გამიცამტვერებს,
სტრიქონს მიჩლუნგებს და მიკიდებს სირცხვილის ალმურს.

ხომ იქნებოდა შეცოდება, აღმოფხვრით ზადის,
ის წამეხდინა, მანამდე რაც იყო უნაკლო?
ერთადერთია რადგან ჩემი ლექსის მიზანი,
ამქვეყნად შენი მშვენება და ნიჭი შეამკოს;

შეხედე სარკეს, ვიდრე ჩემი სტრიქონი გეტყვის,
იქ გამოჩნდება გაცილებით იმაზე მეტი.

9 სექტემბერი, 2013 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები