ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
14 აგვისტო, 2015


ტინისხევსა და თბილისს შუა ...

ტინისწყლის პირას - 1

საღამოს სიო.
აგვისტოს სიცხით აშუშულ ფოთლებს
აშარიშურებს.

12.08.2015.

ტინისწყლის პირას - 2 

თითქოს სიჩუმემ  გამოჟონა ...
- ნუთუ  გაფრინდი?
შენი ხმა  ტყიდან აღარ ისმის ჩემო გუგულო! *

12.08.2015.

გაგანია აგვისტო თბილისში ...   

პაპანაებაა!
უკვე ქალაქშიც -
ჭრიჭინების ხმები სკვერიდან.

13.08.2015.

* - აგვისტოს შუა რიცხვებიდან სექტემბრის შუამდე გუგული თბილ ქვეყნებში მიფრინავს საქართველოდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  თიო ვულოცავთ დაბადების დღეს