ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიამ ბეროძე
ჟანრი: პოეზია
14 აგვისტო, 2015


მეშახტის ლოცვა

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა
და არა აქ, მიწისქვეშა ბინძურ რელსებზე,
მოგვმადლე ჩვენ სასუფეველი გარეშე მტვრის , გარეშე შიშის,
რომ ჩამოინგრევა და მოიყოლებს
ჩვენს სისხლსა და ხორცს ,
არა თუ წმინდას, არამედ შავს,
როგორაც ნახშირს, რომელსაც ვსუნთქავთ,
რომელსაც ვჭამთ
მუჭა-მუჭა და
ნაწილ-ნაწილ
და მუჭა-მუჭა,
რადგანაც ხუთი პური და ორი თევზი არავის ეყო,
არ დანამცეცდა,
ხოლო ხმიადი, ჩუენი შვილების არსობისა,
მომეც ჩუენ დღეს
და მოგვიტევე მოუთმენლობა ჩვენი,
რამეთუ წერაქვებს ვყრით
და ხმამაღლა ვყმუით, რომ დავიღალეთ,
რომ მხოლოდ მიწის კედლებს ავსებს ჩვენი ხმაური
და მოთმინება, მოთმინება როდემდე, ღმერთო?!
ჩვენ რომ თვალები გავახილეთ, მკვდრები ვიყავით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები