ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
17 აგვისტო, 2015


უილიამ შექსპირი - სონეტი CVIII (108) (საბოლოო ვერსია)

ნუთუ დაურჩა გონში კალამს რამე ისეთი,
მელანს შეეძლო აღებეჭდა და ვერ თქვა სრულად?
რაც კი ვიცოდი, გითხარ სულით ჭეშმარიტების,
მადიდებინა ეგ ღირსება ამ სიყვარულმა.

ახალს რას ვიტყვი; მაგრამ როგორც ლოცვას შეშვენის,
ყოველდღიურად ვიმეორებ, ვით ღვთის ვედრებას -
მარად ჩემი ხარ,  მე კი მარად ვიქნები შენი,
ვითარც პირველ დღეს, ეს სიტყვები არა მბეზრდება. 

ვით მარადისი სიყვარული ახალ გარსაცმლით,
არ ეპუება სიჭარმაგეს, უხვდება ყინჩად,
არ იდრიკება ნაოჭით თუ ჟამის განსაცდლით,
არამედ ასაკს დაიყენებს მის ხელის ბიჭად,

ააღორძინებს იქ სიყვარულს ხელახლა ნაშობს,
სადაც მკვდრად ჩანდა ასაკის და ხრწნადობის გამო.

16 აგვისტო, 2015 წ.



William Shakespeare – Sonnet CVIII (108)

What's in the brain that ink may character
Which hath not figured to thee my true spirit?
What's new to speak, what new to register,
That may express my love or thy dear merit?

Nothing, sweet boy; but yet, like prayers divine,
I must, each day say o'er the very same,
Counting no old thing old, thou mine, I thine,
Even as when first I hallow'd thy fair name.

So that eternal love in love's fresh case
Weighs not the dust and injury of age,
Nor gives to necessary wrinkles place,
But makes antiquity for aye his page,

Finding the first conceit of love there bred
Where time and outward form would show it dead.



უილიამ  შექსპირი  -  სონეტი CVIII (108) (ძველი ვერსია) - თარგმნა ოთარ ცისკაძემ

დაურჩა გონში კალამს რამე ანარიდები,
მელანს შეეძლო აღებეჭდა და ვერ თქვა სრულად?
რაც კი ვიცოდი, გითხარ სულით ჭეშმარიტების,
მადიდებინა ეგ ღირსება ამ სიყვარულმა.

ახალს რას ვიტყვი; მაგრამ როგორც ლოცვას შეშვენის,
ყოველდღიურად ვიმეორებ, ვით ღვთის ვედრებას -
მარად ჩემი ხარ,  მე კი მარად ვიქნები შენი,
ვითარც პირველ დღეს, ეს სიტყვები არა მბეზრდება. 

ვით მარადისი სიყვარული ახალ გარსაცმლით,
არ ეპუება სიჭარმაგეს, უხვდება ყინჩად,
არ იდრიკება ნაოჭით თუ ჟამის განსაცდლით,
არამედ ასაკს დაიყენებს მის ხელის ბიჭად,

ეს სიყვარულიც იქ პოულობს თვითგანახლებას,
დრო და ხრწნადობა სადაც  გარდაცვალებას.

15 ნოემბერი, 2013 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები