ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
19 აგვისტო, 2015


"საილენტ ჰილი"

იყო და არა იყო რა:
იყო ქალაქი, რომელსაც არ ჰქონდა ქუჩები
და არ ჰყავდა ხალხი
და არ ვყავდი მე...
ქალაქი,
რომელიც საკუთარ სიმარტოვეში და
საკუთარი სიმარტოვით კვდებოდა და
მე მაინც ვყოლოდი, რომ:
გადამეხსნა მაჯები და
სისხლი გამეღო;
მიმეცა გული და მე უგულოდ დავრჩენილიყავი;
ჩამებერა სული და სიცოცხლე მეჩუქებინა...
მე მაინც ვყოლოდი,
რომ საკუთარ მარტოობაში და
საკუთარი მარტოობით არ მომკვდარიყო...
იყო და არა იყო რა
და იყო ქალაქი,
რომელიც იყო ძალიან თეთრი და ძალიან მდუმარე,
სანამ...
სანამ არ მოვიდნენ ადამიანები და არ გაამუქეს...
სანამ არ გამოჩნდნენ ქუჩები და არ ახმაურდნენ...
იყო ქალაქი,
რომელიც იყო უბრალოდ ქალაქი და არ ერქვა სახელი,
სანამ ადამიანებმა არ შეარქვეს სახელი, რომელზეც,
რომ ეკითხათ, უარს იტყოდა...
და ქუჩები გაივსო ხალხით და
ხალხი გაივსო ერთმანეთით
და იყო ხმაური
და იყო ქაოსი
და იყო სისხლი და
იყო ომები
და იყო შიმშილი
და იყო შიში
და იყო სიცივე...
და ქალაქი ისევ იყო მარტო
საკუთარ მარტოობაში
და კვდებოდა საკუთარი მარტოობით...
მე მაინც ვყოლოდი,
მე მაინც გავეჩინე,
რომ მაჯები გადამეხსნა და სისხლი გამეღო;
რომ მკერდი გადამეღერა და გული მიმეცა;
რომ სული შთამებერა და სიფერადე მეჩუქებინა...
იყო და არა იყო რა...
იყო ქალაქი -
უადამიანებოდ და უქუჩებოდ
თეთრი ქალაქი...
მოვიდნენ ადამიანები და
სისხლისფერი და
ტალახისფერი და
ჭრელი გახადეს ქალაქი და
მოიგონეს ომები და
შური და ბოროტება
და გადაერთიანდნენ ერთმანეთში და
მაინც უერთმანეთობა კლავდათ
და დაკარგეს თავი და ერთმანეთი კი ვერ იპოვეს...
ქალაქი კი...
ქალაქი იდგა ისევ:
მდუმარედ,
ვერშეგუებული სახელით,
ცრემლებშეგუბებული და უკვე ჭუჭყიანი...
მე მაინც ვყოლოდი,
რომ...
იყო და არა იყო რა...
იყო ქალაქი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები