ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
20 აგვისტო, 2015


მეთევზე

მე, მეთევზე ვარ, დამაქვს ბადე, დამაქვს ანკესი,
ხან ვიჭერ რამეს, ხანაც ხდება - ვერაფერს ვიჭერ.
ვაგროვებ ჭიებს, ვთლი ტივტივებს, ბადეებს ვკემსავ,
ვაკეთებ იმას, რისიც ღმერთმა მომმადლა ნიჭი...

ვარ მეთევზე და მეც, ისევე, როგორც ნიჟარა,
თუ ყურს დამიგდებ, გაგაგონებ ხამურს ტალღების.
მე, ზღვა მჭირდება, როგორც სნეულს ექიმი-ჯარა,
თორემ ხმელეთზე, ვით მედუზა - ისე გავლღვები.

მე, ვარ მეთევზე, მესათხევლე, და ვარ იმედად -
როცა უფალი განკაცდება, პირველს მე მიხმობს,
რადგან თვით ღმერთიც, მეთევზეს და ზღვას ჰგავს იმდენად,
რომ ზღვისებრ აკრავს დედამიწას და სულებს ითხევს...

მე, მეთევზე ვარ, დამაქვს ბადე, დამაქვს ანკესი,
ვაკეთებ იმას, რისიც ღმერთმა მომმადლა ნიჭი.
ერთხელ ჩემს ბადეს დედამიწას შემოვაკემსავ
და შენც დაგიჭერ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები