ნაწარმოებები



ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
21 აგვისტო, 2015


პარციალური ანტაგონიზმი

ახლა უჩემობა არის პასტორალი,
სადღაც არსებობის - უსახელო ყორე
უფრო მირჩევნია, ვიდრე მესტუმრება
საპატიო ჩრდილი, უნდა გავიყოლო
არამიწიერი დარდი, ზღვის აურა;
არ მაინტერესებს - დაღლილი იაბო
თუ არც მოხდენილად მომესათაურა;
აღარ მოვინდომებ ჩემზე რომ გიამბო
რამე...  დაივიწყე უთავბოლო ჩარჩი,
ქარში ჩემს მაგივრად თვალებს აფახურებს
ღამე გაიძვერა, სუნთქვა იქვე დამრჩა,
სადაც გულმოდგინედ ვსრესდი  ნაფეხურებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები