ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
23 აგვისტო, 2015


###+

ღამის სიჩუმემ ოცნებათა მთელი კასკადი,
მოუსვლელისკენ გაისტუმრა და ახლა ტალღებს,
ბოლო იმედიც გავატანე,ფიქრით დაღლილმა,
გული კი ყელში მებჯინება უნდა ,რომ გასკდეს,
გადმოანთხიოს,ფერგასული კოლტები სისხლის,
პალმების თვლემას თოლიების გუნდი დარაჯობს,
ლოყამოთლილმა მთვარემ ღრუბლებს გადმოალაჯა,
და ფეხათრევით აიწია მთებიდან ნისლიც,
ყველა წავიდა,მხოლოდ მე ვერ ვცილდები ნაპირს,
გაქრა ლანდები,ტურისტები,შეწყდა მუსიკა,
მისტიურია,საკუთარ თავს როცა უზიხარ
გვერდით და ღამის გათენებას ასე აპირებ,
უნდა გათენდეს,გათენდება უეჭველია
ეს უფიქრობის ერთი ღამე~მთელი ეპოქა,
მე,ეს სიგიჟე, იმედია დიდხანს მეყოფა,
ჯერ კიდევ ვსუნთქავ,ვსუნთქავ რადგან ჯერ სიბნელეა,
მაგრამ სულ მალე,დასრულდება ეს აგონიაც,
ფილტვებს ოცნებით დამიბერავს დილის ნიავი,
მე,ჩვეულებრივ შევერევი ადამიანებს,
არ გავიხსენებ ცოტა ხანი ღამის ფორიაქს,

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები