ნაწარმოებები



ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
24 აგვისტო, 2015


ერთი აქეთ მოგახედა

საქორიას მთიდან ქორებს
მოუნიშნავთ ბარში მსხვერპლი,
რაჭამ დამატყვევა ვგონებ,
გამომიხსნი, მე შენ გეტყვი...
ღრუბლის მდინარეა ნისლი
თავს რომ ბურავს ნაქერალას.
მორბის თავდაღმართში კისრით
ნაკადული ნაქებარი.
ჩასჩურჩულებს სიო თხილებს,
-სად გაქვთ გული საჩურჩუტე?
ღრუბლის გადაპენტილ ფთილებს
ცა ლურჯ ჩითებს უსარჩულებს.
მოჩუხჩუხებს მთიდან წყარო,
ცივწყალა და მონასხვეტა.
აქ ბუნებას ღმერთი წყალობს,
ერთი, აქეთ მოგახედა!..
აქეთ ნიკორწმინდის მადლი,
იქით ხიბლი ბარაკონის.
თითქოს გზრდისო ერთი ადლით
ნანახიც და განაგონიც.
ისეთი ცა იცის რაჭამ,
ვარსკვლავებს რომ თვლი და ვერც თვლი,
მოდის რაჭუკანა კნაჭა,
გიორგუნა, ბიჭო მეთქი!..
  10.08.15 რაჭა


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები