ნაწარმოებები



ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
25 აგვისტო, 2015


შემოდგომის პირველი ნიშანი ...

      * * *
ღამე გაწვიმდა,
ზაფხულმა სიცხის ამოწურა ყველა მარაგი.
საცაა უკვე ეს აგვისტოც წაილალება.

22.08.2015.


      * * *
რეში*  დაუშვა.
წვიმამ  ალუბალს  შეაცალა
მრეში*  ფოთლები.

23.08.2015.

რეში * - (ზემ. იმერ.) ძალიან მსხვილი წვიმა, თქეში.
მრეში * -  (ქ.ე.გ.ლ.) გაცრეცილი, წაბლისფერშეპარული, მოყავისფრო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები