ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
28 დეკემბერი, 2008


"მეარღნეები და პოეტები"

მე ახლა მინდა
ზიზღით ყველას ზურგი გაქციოთ,
სულ სხვა სენსორზე
გადავაწყო სულის ტალღები...
ასე ბინძურთ და პირფერობის
კურსდამთავრებულთ
ჩამოგირიგოთ
უმწიფესი ატესტატები!
დავდგეთ ახლა და
ტაშის დაკვრა კრედიტად გავცეთ,
მერე პროცენტით
დავიბრუნოთ  უთუოდ უკან!
ჯერ გავიღიმოთ სარფიანად,
ოღონდ - წინხედში,
მერე ლექსებიც დავამსგავსოთ
საქულას დუქანს!
-----------------
ნადავლს აცხრებით,
ვით მშიერი კაპოეტები,
„უბრალოდ ვკვდებით
მეარღნეები და პოეტები“.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები