ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
26 აგვისტო, 2015


/_/

სარკის წინ დგახარ დაბნეული,ვინ ხარ არ იცი,
ღმერთი კი არა,რა ხანია თავიც დაკარგე,
უნდა გაიქცე,ამ ოთახში ვეღარ დაიცდი,
უნდა გაიქცე და ფიქრები სევდით ნაქარგი
ქარს გაატანო,რომ ფერფლივით ზღვას მოაბნიოს,
რომ სადღაც ფსკერზე დაილექოს შენი წარსული,
ახლა ღამეა და გიჟებიც ლექსებს ჯღაბნიან,
მაგრამ ლექსებიც-გრძნობებივით გაუფასურდა,
ვიღას ადარდბს,ვინ რას დაწერს,რას დაიბრალებს,
ყველა ლოცულობს გაიმზადეს უკვე სამოთხე,
თავს თუ არ დახრი,შენც ცხვარივით თუ არ იბღავლებ,
ჯერაც რომ ეძებ ეს პლანეტა იმ სულსაც ამოგხდის...
შუაღამეა და შენ ისევ სარკის წინ დგახარ,
დამფრთხალ თვალებში,საკუთარი ლანდის-ლანდს ხედავ,
ვერ განუგეშებს ვერაფერი და სარკეც ახალს
ვერაფერს გეტყვის,შენ ირგუნე პოეტის ხვედრი
და ახლა უკვე გვიანია,უკან დახევა,
შენ შეიშლები და ვერავის ვერ გააკვირვებ,
დგახარ სარკის წინ,საკუთარ თავს ისე ამხნევებ,
რომ ალიონზე გიპოვიან ტყის განაპირას,
ვენებდასერილს,გაღიმებულს,თითქოს მძინარეს
ეს არ იქნება სუიციდი,რადგან გაქცევა,
ნიშნავს წახვიდე და შენ ამას სულ არ ინანებ,
რადგან შენ,წახვალ იმ სიგიჟის გადასარჩენად,
ზოგი რომ სულელს დაარქმევს და ზოგიც გენიოსს,
შენ თავს მოიკლავ რომ იცოცხლოს შენში პოეტმა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები