ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
5 სექტემბერი, 2015


ლეგენდა ნარაიამაზე

ლიტაო ხეები ლორთქოა , თუ ხავსით
დაფარული აქვს ტოტი  და ფესვები
ის ხეა , არაა მოხუცი ქალივით
შიმშილის კანონით, ამ ქვეყნად  ზედმეტი .
ბებერი მსხლის ხეც კი უფრო მშვიდადაა
ყოველ გაზაფხულზე კვლავაც აყვავდება,
მის ასაკს არავინ უყურებს ეჭვებით
არც ვინმეს ანაღვლებს, თუ მსხალი ბერდება

ოჰ წლები, ეს წლები...
მძიმე და მსუბუქი.
შვიდი ათეული არც ისე ბევრია
(ზოგს  იქნებ ამდენიც არ მისცა განგებამ)
ორინის  ცხოვრება  ქარივით გაფრინდა.

როცა ხარ ორინი , სოფლისთვის  მოხუცდი...
მერე რა,  თუ არ ხარ ცხოვრებით დაღლილი,
და თუ გაქვს შრომის და  ფუსფუსის სურვილი.
მაინც  არ გწადია, რიტუალს განუდგე.
კბილს ქვებით ჩაიმტვრევ,სხეულს სულ დაიფლეთ,
რომ შენც იჩიფჩიფო, უძლურს დაემგვანო,
როგორც ის მოხუცი, შარშან რომ მოჰკალით.
უსიტყვოდ ასრულებ ამ სოფლის განაჩენს.
(ვინ იცის, იქნებ  გშურს ბებერი მსხლის ბედის)
გინდობენ შვილები. თუმც ტრადიციები
ვაგლახ, არ გინდობენ,  დროა რომ წახვიდე!

ზოგისთვის ლეგენდა, მისთვის კი სიმართლე,
იმ მთას აახლოვებს ყველა ფოთოლცვენა,
რომელსაც ღმერთებმა უწოდეს მკვლელი მთა,
მთა ნარაიამა... საფლავი  ცოცხალთა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები