ნაწარმოებები



ავტორი: ჟოზეფინა
ჟანრი: პოეზია
30 აგვისტო, 2015


არის დღე

არის დღე, როცა იგავებით მიყვები სათქმელს.
მე მესმის შენი, ან არ მესმის, ან არის როგორც-
ზაფხულის წვიმით გავსებული პატარა სათლი,
დიდი გრძნობები,შენი გულის და ჩემის სარგო...

არის დღე როცა ზურგზე წვები ხელებით თავქვეშ,
და ცაზე უდრო დიდი სივრცე თვალებში გიდგას.
არის ცხოვრება ბობოქარი და თავშესაქცევ
ამბად იყენებ ამ ცხოვრებას სხვა რაღა გინდა...

იყო დღე როცა ჩვენი ყოფა გავდა ფერწერას
და მითუმეტეს მხატვრებივით
ვგავდით ერთმანეთს
არ დააბრალო ყველაფერი არც ბედისწერას
არც საკუთარ თავს, გავიაროთ,რაც კი ღმერთამდე

დარჩა მანძილი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები