ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
31 აგვისტო, 2015


უილიამ შექსპირი - სონეტი CXLI (141) (საბოლოო ვერსია)

ნუ გეგონება, შეგიყვარეს ჩემმა თვალებმა,
ვერ შეგამჩნიეს თანამდევი ურიცხვი მანკი;
ოდენ გულია,  ბრმად რომელიც გეთაყვანება,
მიუხედავად თვალთა ზიზღის, შეგხარის მაინც.

არ მოგიხიბლავს ჩემი სმენა ჰანგით ნატიფით,
მდარე შეხებებს ნაზი გრძნობაც იუკადრისებს,
არც გემოვნებას და არც ყნოსვას არ სურს პატიჟი,
შენთან პირისპირ მგრძნობელობის არცერთ ნადიმზე.

ხუთი გრძნობიდან თუმცა ერთიც ვერ დამეხმარა,
სულელი გული გონმაც ვეღარ გადაარწმუნა, 
რომ დამამგვანა უბადრუკს და ამიგდო მასხრად,
შენი ზვიადი გულის ვიქეც მსახურ კაცუნად.

ამ სატანჯველშიც დავინახავ ჩემთვის სარგებელს,
ცოდვების გამო რომ ვღებულობ მყის მისაგებელს.

30 აგვისტო, 2015 წ.



William Shakespeare – Sonnet CXLI (141)

In faith, I do not love thee with mine eyes,
For they in thee a thousand errors note;
But 'tis my heart that loves what they despise,
Who in despite of view is pleased to dote;

Nor are mine ears with thy tongue's tune delighted,
Nor tender feeling, to base touches prone,
Nor taste, nor smell, desire to be invited
To any sensual feast with thee alone:

But my five wits nor my five senses can
Dissuade one foolish heart from serving thee,
Who leaves unsway'd the likeness of a man,
Thy proud hearts slave and vassal wretch to be:

Only my plague thus far I count my gain,
That she that makes me sin awards me pain.



უილიამ  შექსპირი  -  სონეტი CXLI (141) (ძველი ვერსია) - თარგმნა ოთარ ცისკაძემ

ნუ გეგონება, შეგიყვარეს ჩემმა თვალებმა,
ვერ შეგამჩნიეს  უამრავი ნაკლოვანება;
დაბრმავებულ გულს არ უყვარხარ მაინც ნაკლებად,
სახელგატეხილს გაღმერთებს და გეთაყვანება.

არ მოგიხიბლავს ჩემი სმენა ჰანგით ნატიფით,
მდარე შეხებებს ნაზი გრძნობაც იუკადრისებს,
არც გემოვნებას და არც ყნოსვას არ სურს პატიჟი,
შენთან პირისპირ მგრძნობელობის არცერთ ნადიმზე.

ვერ დამეხმარა ხუთი გრძნობა, ტყუილად დაშვრა,
სულელი გული გონმაც ვეღარ გადაარწმუნა,
რომ დამამგვანა უბადრუკს და ამიგდო მასხრად,
შენი ზვიადი გულის ვიქეც მსახურ კაცუნად.

ამ სატანჯველშიც დავინახავ ჩემთვის სარგებელს,
ცოდვების გამო რომ ვღებულობ მყის მისაგებელს.

19 იანვარი, ნათლისღება, 2014 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები