რაც ჯანმრთელობა შემერყა და ჩემი ცხონებული ქმარი გარდაიცვალა, ჩემმა შვილმა ხელი დამავლო , ბარგი წამოიღო და მეშვიდე სართულზე ამომიყვანა, შენს სანახავად ყველა შაბათ _კვირას აქ ვეღარ ვივლიო. ჭირვეული ბავშვობაში არ ვყოფილვარ და ახლა ერთადერთ ქალიშვილს როგორ შევაწუხებდი: შევეჩვიე აქაურობას... დილით დავჯდები ხოლმე სარწეველა სავარძელში და ყურს ვუგდებ მათ გაუთავებელ ჩხუბსა და აყალმაყალს. არა, განა რამე? სულ საჭმელზე ჩხუბობენ... ჭამე და ჭამე_აძალებენ შვილებს. ამათ კიდევ რა უმადობა დაემართათ? ხორცი არასდროს უნდათ ... ნაყინის ფულიო, გაიძახიან... გაგონილა სულ ნაყინი და ყავა ? მე კიდევ ჩემს ბავშვობაში გადამისვრის ხოლმე გონება. სახსრები მტკივა, თორემ მეხსიერებას კი არ ვუჩივი, ისე მკაფიოდ მახსოვს ყველა წვრილმანი.
ერთხელ, ახალწლის მომდევნო დღეები იყო, ორი ან სამი იანვარი თუ იქნებოდა. უკვე კარგა გვარიანი დაღამებული იყო. დედა სამზარეულოში ფუსფუსებდა და ოჯახისთვის ღომს აკეთებდა. ბავშვები მოთმინებით ველოდებოდით, ვიცოდით ახალწლის სუფრიდან ცოტაოდენი ბატის საცივი იყო დარჩენილი. მოულოდნელად ჭიშკართან ხმაური მოგვესმა. მამას მოკეთე,ამირან ბიძია გვესტუმრა. კარი გაიღო და სტუმარს არ მიიღებთო,შემოგვცინა...მერე თოვლი ჩამოიბერტყა ბეჭებიდან და აგუზგუზებულ ბუხართან მივიდა. დედა უხერხულობისგან ოდნავ შეიშმუშნა,მაგრამ გამოსავალი სწრაფად იპოვა,ღომის მოზრდილი ნაჭრები თეფშზე დაგვიდო,ზედ საცივის წვენი გადაგვისხვა , პატარა ტაბლასთან დაგვსვა და ჩაგვჩურჩულა: __ბავშვებო, ხორცი აღარაა და არ შეიმჩნიოთო. ჩვენ მადიანად შევექეცით ღომსა და წვენს... სტუმარი სუფრასთან მიიწვიეს. ამირან ბიძიამ გადმოგვხედა,აჭამეთ კაცო ბავშვებსო,უხერხულად ჩაიბუბუნა და რომ გვნახა,გემრიელად და მადიანად ვილუკმებოდით, თვითონაც შეექცა მამის მიწოდებულ ღომს,საცივსა და ბატის კისერს. დღემდე მახსოვს დედის მადლიერი სახე და ჩვენი "არშემჩნეული" გმირობა.
არა, კარგები არიან დღევანდელებიც... განა რამე? მაგრამ ხორცი არასდროს უნდათ.. გაგონილა, სულ ნაყინი და ყავა?
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. "არშემჩნეული" გმირობა. :))) "არშემჩნეული" გმირობა. :)))
3. :D მოკითხვა ჩემგანაც :D მოკითხვა ჩემგანაც
2. მოკითხვა ავტორს :))) მოკითხვა ავტორს :)))
1. ნაყინი და ჩიპსი, ალაბტ უფრო გამარტლებული იქნებოდა , ან ნუტელა , სნიკერსი, ტორემ არა მგონია , პატარ ბაVსვები ყავაზე გიჯდებოდნენ. ნაყინი და ჩიპსი, ალაბტ უფრო გამარტლებული იქნებოდა , ან ნუტელა , სნიკერსი, ტორემ არა მგონია , პატარ ბაVსვები ყავაზე გიჯდებოდნენ.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|