ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურამ ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
2 სექტემბერი, 2015


საზღვარი

გათოვებისას, თეთრი მერდინი
გადაიფარე სულზე ამაყად,
ნასიმინდარი ოქროს მკერდიდან,
ამოფრინდება მწყერი ამაღამ.
დაიღლებიან სავსე მტევნები
ღამის ტეხვით და ღამის თევებით,
ფიფქებზე ფიფქის გამოდევნებით,
ცას მოხატავენ ღრუბლის დევები.
ამ შეგრძნებათა ყველა ხვეული,
შენი თითების ბადით გაცერი.
შემოისახლებს ჭინკებს სხეული,
მიტოვებული როგორც ტაძარი.
მოაფრქვევს ღმერთი თოვლის საკმეველს,
მთვარეს არეკლავს თეთრი მინდორი.
იყოს საზღვარი ფართე სარკმელი,
ჩვენი ნდობის და უამინდობის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს