ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
3 სექტემბერი, 2015


უილიამ შექსპირი - სონეტი CLI (151) (საბოლოო ვერსია)

ტრფობა ნორჩია მეტისმეტად, იცნობდეს სინდისს,
თუმც ვინ არ იცის, რომ სინდისი ტრფობამ წარმოშვა?
ნაზო თაღლითო,  ცოდვებს ჩემსას შეხვდი სიმშვიდით,
თორემ შენც ბრალი მიგიძღვის და გავნებს დაროშვა.

როცა მღალატობ, მეც ჩავდივარ მუხანათობას
და კეთილშობილ სულზე ზეობს სხეული ტლანქი;
აღარ უკრძალავს სული სხეულს  ურცხვად გართობას
და ხორცის კოშტიც გართულია სულის შელანძღვით.

შენი სახელის ხსენებაზე  იღგზნება  უმალ,
შენ ხარ იმისი სანუკვარი ჯილდო თუ დავლა,
ბედნიერია, შენი მონა-მორჩილი თუა,
შენთვის აღსდგება, შენს ნებაზე ეცემა დაბლა.

ტრფობას თუ ვარქმევ, ნუ შერაცხავ სინდისის ნაკლად,
- იმის სიყვარულს - ვინც დამცემს და აღმადგენს კვალად.

3 სექტემბერი, 2015 წ.



William Shakespeare – Sonnet CLI (151)

Love is too young to know what conscience is;
Yet who knows not conscience is born of love?
Then, gentle cheater, urge not my amiss,
Lest guilty of my faults thy sweet self prove:

For, thou betraying me, I do betray
My nobler part to my gross body's treason;
My soul doth tell my body that he may
Triumph in love; flesh stays no father reason;

But, rising at thy name, doth point out thee
As his triumphant prize. Proud of this pride,
He is contented thy poor drudge to be,
To stand in thy affairs, fall by thy side.

No want of conscience hold it that I call
Her love for whose dear love I rise and fall.


უილიამ  შექსპირი  -  სონეტი CLI (151) (ძველი ვერსია) - თარგმნა ოთარ ცისკაძემ

ტრფობა ნორჩია მეტისმეტად, იცნობდეს სინდისს,
თუმც ვინ არ იცის, რომ სინდისი ტრფობამ წარმოშვა?
ნაზო თაღლითო,  ცოდვებს ჩემსას შეხვდი სიმშვიდით,
თორემ შენც ბრალი მიგიძღვის და გავნებს დაროშვა.

როცა მღალატობ, მეც ჩავდივარ მუხანათობას
და კეთილშობილ სულზე ზეობს სხეული ტლანქი;
აღარ უკრძალავს სული სხეულს  ურცხვად გართობას
და ხორცის კოშტიც გართულია სულის შელანძღვით.

შენი სახელის ხსენებაზე  იღგზნება  უმალ,
შენ ხარ იმისი სანუკვარი ჯილდო თუ დავლა,
ბედნიერია, შენი მონა-მორჩილი თუა,
შენთვის აღსდგება, შენს ნებაზე ეცემა დაბლა.

ტრფობად თუ ჩავთვლი, გთხოვ, ამისთვის ნუ შემაჩვენებ,
- იმის სიყვარულს - ვინც დამცემს და წამომაყენებს.

30 იანვარი, 2013 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები