ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
3 სექტემბერი, 2015


გვირაბს იქით

ან რა გზა იყო...
ისე უვალი, ბოლო არ ჩანდა...
„ხასანბეგურას“ მოჰგავდა თითქოს...
ან რა გზა იყო,
არც ეთქმოდა გზა,
არც მეგონა...
არც ის ვიცოდი,
ბოლო სად იყო,
ან ოდესმე გამოჩნდებოდა???
ხელისცეცებით ვეძებდი სითბოს...
ვეძებდი მზერას,
ღიმილს ვეძებდი...
მე ტკივილების ტომარა ვზიდე
და დავიკიდე ჩემი ნერვები
ფეხზე,
რომ მერე არ მომეშალოს,
მოვთოკო მაშინ, როცა მე მინდა
და ამოვდუღდე, როგორც ვულკანი
ჩემი ლექსების ყველა პწკარიდან...
ან რა გზა იყო...
გზა თუ იყო საერთოდ მაინც...
ან რა ვიცოდი მივდიოდი
საიდან საით???
ზურგზე ტომრით და
ფეხებზენერვებდაკიდებული
ხელისცეცებით მივიკვლევდი გზას,
გზა თუ იყო...
და შენ გამოჩნდი...
რომ ვეძებდი, ის სითბო გქონდა...
მე რომ მსურდა,
ის ღიმილი შემომაგებე...
უცებ გათენდა...
უცებ დათბა...
უცებ განათდა,
სიბნელეში რომ
შენი სუნთქვა შემომაშველე...
ან გზა თუ იყო...
უშენობით გზა არც ეთქმოდა...
სად მივდიოდი,
მოვდიოდი საიდან მაინც -
სულ არ ვიცოდი,
არც მეგონა, რამე თუ იყო...
შენ შემომხვდი და
მხოლოდ მაშინ შევიგრძენი,
მთელი არსებით, რომ
გვირაბს გარეთ
გაზაფხული ჩამომდგარიყო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები