ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
9 სექტემბერი, 2015


უილიამ შექსპირი - სონეტი XLIV (44) (საბოლოო ვერსია)

ნეტავი, ფიქრად მექცეს  ჩემი ტლანქი სხეული,
შემაკავებდა განა მერეც მანძილი მავნე?!
და თუნდაც იყო უფრო მეტად დაცილებული,
სურვილისამებრ გავჩნდებოდი შენთან უმალვე.

არ  ექნებოდა მნიშვნელობა, თუ სად ვარ იმ წამს,
მე და შენ შორის დედამიწის უშორეს მანძილს;
მკვირცხლ ფიქრს ხომ ძალუძს, გადაახტეს ზღვასა და მიწას,
როს წარმოიდგენს მისი ყოფნის სასურველ ადგილს.

ვაგლახ! ფიქრი მკლავს, რომ არა ვარ  სხეულით ფიქრი,
მყისიერად რომ გადავლახო მანძილი შორი,
რადგან სხეული ავსილი მაქვს წყლითა და თიხით,
მოცალეობის დროის მოკვლა მომიწევს ოხვრით.

წყლითა და მიწით - ნაერთებით ესოდენ ნელით,
ხეირს არ ველი და ჩამომდის მდუღარე ცრემლი.

8  სექტემბერი, 2015 წ.



William Shakespeare – Sonnet XLIV (44)

If the dull substance of my flesh were thought,
Injurious distance should not stop my way;
For then despite of space I would be brought,
From limits far remote where thou dost stay.

No matter then although my foot did stand
Upon the farthest earth removed from thee;
For nimble thought can jump both sea and land
As soon as think the place where he would be.

But ah! thought kills me that I am not thought,
To leap large lengths of miles when thou art gone,
But that so much of earth and water wrought
I must attend time's leisure with my moan,

Receiving nought by elements so slow
But heavy tears, badges of either's woe.



უილიამ შექსპირი - სონეტი XLIV (44) (ძველი ვერსია) –  თარგმნა ოთარ ცისკაძემ

ნეტავი, ფიქრად მექცეს  ჩემი ტლანქი სხეული,
შემაკავებდა განა მერეც მანძილი მავნე?!
და თუნდაც იყო უფრო მეტად დაცილებული,
სურვილისამებრ გავჩნდებოდი შენთან უმალვე.

არ  ექნებოდა მნიშვნელობა, თუ სად ვარ იმ წამს,
მე და შენ შორის დედამიწის უშორეს მანძილს;
მკვირცხლ ფიქრს ხომ ძალუძს, გადაახტეს ზღვასა და მიწას,
როს წარმოიდგენს მისი ყოფნის სასურველ ადგილს.

ვაგლახ! ფიქრი მკლავს, რომ არა ვარ  სხეულით ფიქრი,
შორი მანძილი მყისიერად რომ გადავლახო,
რადგან სხეული ავსილი მაქვს წყლითა და თიხით,
ვით არ ინანოს გონებამ და არ ივაგლახოს.

წყლითა და მიწით - ნაერთებით ესოდენ ნელით
ხეირს არ ველი და ვმწუხარებ მდუღარე ცრემლით.

9 თებერვალი, 2014 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები