ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინიმე
ჟანრი: პროზა
11 სექტემბერი, 2015


დიდი ხნის შემდეგ

დიდი ხნის შემდეგ დავუბრუნდი ჩემს ქვეყანას. პირდაპირ მივაშურე იმ ადგილს სადაც ჩემი ბავშვობის სანუკვარი წლები მაქვს გატარებული. მახსოვს პატარა,რომ ვიყო სოლოლაკში მამა ხელჩაკიდებული,როგორ დამარბენინებდა ძველ უბნებში და გაუთავებლად მესაუბრებოდა სხვადასხვა თემებზე.პატარა იტალიურ ეზოში ვცხოვრობდით მეორე სართულზე. დედა ადრეულ ასაკში დამეღუპა.მისი გახსენება ძალიან მიჭირს მხოლოდ რაღაც ფრაგმენტებს თუ გავიხსენებ ბავშვობიდან, სადაც ჩემი და დედაჩემის გზები ერთმანეთზე იყო ჯაჭვივით გადაბმული. ხელმოკლედ ვცხოვრობდით მე და მამაჩემი. წელზე ფეხს იდგამდა,ძალიან ბევრს მუშაობდა,რომ ცხოვრება სულ ლამაზ ფერებში დამენახა.ცდილობდა ჩემთვის არაფერი მოეკლო.პატარა,რომ ვიყავი მის თვალებში ჩამდგარ ცრემლისა და დარდის მნიშვნელობას ვერ ვგებულობდი,მაგრამ რაც უფრო წამოვიზარდე ვხედავდი,რომ მამაჩემი უფრო და უფრო ნაღვლიანი ხდებოდა. ცდილობდა ამის დამალვას მაგრამ მის გულში არსებული დარდი არ აძლევდა ამის საშუალებას. ერთხელ სკოლაში ბოლო გაკვეთილი გაგვიცდა. ბავშვები გიჟებივით გამოვრბოდით საკლასო ოთახიდან. გახარებულ და თვალებმოციმციმე ბავშვის დანახვაზე კარგი არაფერია ამ ქვეყანაზე. სახლის გზას მივაშურე. ჩემ სახლთან მუდამ იდგა ახალგამომცხვარი პურის სუნი.ხაბაზი დაუღალავად აცხობდა პურს,სიცხის მიუხედავად. ძალიან მომინდა მეყიდა,მაგრამ ჯიბეში საკმარისი ხურდა არ აღმომაჩნდა.სახლის ეზოში შევედი და კიბეებს ავუყევევი.შესვლისას მაგიდაზე რამდენიმე მჭადი,პატარა ყველის ნაჭერი და ნახევარი პური იდო. მამა არ ჩანდა. ვიფიქრე საძინებელში იქნება ალბათ დაიღალა და წაუძინა თქო. არც შევმცდარვარ. საძინებლის კარის გაღების შემდეგ მამა იქ დამხვდა. ოღონდ არ ეძინა. დაბლა იჯდა,ზურგით გარდერობს მიყრდნობოდა ხელში კი დედაჩემის სურათი ეჭირა. მუხლებში ჩარგული თავი ამოწია,თვალები ტირილისგან დასიებული ჰქონდა და ცრემლები ახლაც კი სდიოდა. ბევრი არაფერი უთქვამს,უბრალოდ მკითხა. მოხვედი შვილო?!
ახლა ვიხსენებ და ცრემლი მადგება . უნდოდა მამას მუდამ ბედნიერი და ხალისიანი ვყოფილიყავი. მინდა,რომ მას სურვილი შევუსრულო. მინდა,რომ ის მშვიდად იყოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები