ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2015


ჰჰჰ

მოჩვენებების აღარ მჯერა,მგონი დავბერდი,
არც გვირილები მესიზმრება,უსიზმროდ მძინავს,
დავცარიელდი,დავიღალე და ვერ გავბედე,
ვერც გადმოხტომა,ვერც გაფრენა და რადგან წვიმა
მიმღვრევს ხასიათს,შევიძულე ყველა ღრუბელი,
და ძირს ყურებამ ოცნებასაც-გადამაჩვია,
მე,დავჭკვიანდი,თითქმის მოვკვდი,აღარ ვუბერავ,
და გზას დავეძებ,მაგრამ დღემდე ვერ ავარჩიე,
თუ სად წავიდე,გზებმა,გზების ხიბლი დაკარგა,
აღარც ტიბეტის ნახვა მსურს და აღარც ნეპალის,
ტკივილს–იმედის თეთრი კაბა შემოვაქარგე,
და საკუთარ თავს ტყვეობიდან გამოვეპარე.
მოჩვენებების აღარ მჯერა,ღამეს არ ვათევ,
მზე–გვირილები სარღაც გაქრნენ,გაუჩინარდნენ,
მე მაინც ვსუნთქავ,ვერ ვახერხებ სიცოცხლე დავთმო,
და დროს მივყვაბი,უდარდელად ,როგორც მდინარე,
მე–მოჩვენება...










კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები