ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ჯოანა
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2015


პორტალი

ტკივილს ვეღარ გრძნობ.
მრავალძარღვას მიზანდასახული
ძლიერი ღერო
ღრძილს რომ ამოკვეთს
და იმ ადგილას გაიშლება
ისამნისფრად
საუკუნის წინ კბილი რომ
ყვაოდა თეთრად.
ფერები ერთმანეთს ცვლის
ისამნისფერი თეთრს და თეთრი იასამნისფერს.
საფლავის ქვები კი
მიზაწე დაღვრილი
შესანდობარი ღვინით
ისევ სველდება.
წვეთებს არ წმენდენ
ასე უფრო შეგერგება და
მოვა შენამდე.
როგორ მიყვარდა საუკუნის წინ
ბაბუაწერა.
მაგრამ არა ისე ძალიან
ჩემი სხეული რომ მიმეცა
მსუყე საკვებად.
მოვა არ მოვა
განსვენება.
მარადიული საფიქრალი
განსვენებულებისთვის.
პასუხისთვის კი
მილიონი ბაბუაწვერა
შერეულა ცისფერ აირებს.
პარადოქსია: განსვენებული მიცვალებული ეძებს განსვენებას - თავისი ყოფის ყოფიერებას
ან თუნდაც
არყოფის დასტურს.
ხოლო ის კი რომ
ხორცი პორტალია
მრავალძარღვისთის - მიწის ჯურღმულიდან გამოსაღწევად და მზის სანახავად შენ უნდა გაგვლოს,
შენში გავიდეს - მითი
არ ყოფილა.
ცხადზე ცხადია.
უბადრუკია თარიღები მიჩხაპნილი
საფლავის ქვებზე.
უჩვენებს წამებს, იმასაც განვლილს
სულსწრაფობით და დიდი ტყუილით
რომ დრო თავზეა საყრელია,
სინამდვილეში კი არც კი არსებობს.
როგორც კი ვიწყებთ დროის გააზრებას
დრო აღარ არის.
პორტალად ქცევა კი
ყველას ხვედრია.
და რომ გვგონია
ჩვენ ვართ ყველაფერი
ან ყველაფერი ჩვენს ხელშია
ვფიქრობთ - უნდა მოვასწროთ
მაშინ დაიწყებენ ფუტფუტს
სიღრმეებში ათასი თესლი, რომ
ამოვიდნენ ჩვენზე. მათ მსუყე საკვებზე.
ღმერთები ფიქრდებიან ამაოებაზე,
და სანამ ღმერთები ფიქრობენ ბჭობენ,
ძველი სახლების სახურავები
იმტვრევიან და შიგ ყანჩები ბუდეებს იკეთებენ, რომ გააჩინონ პატარა ყანჩები ჩვენს ყოფილ სახლებში.
საუკუნის წინ ფანჯარაში დანთებული სანთელი რომ გზას გინათებდა და შინ მოგიხმობდა.
ახლა იმ ფანჯრის მაქმანის ფარდა არც კი არსებობს.
იტყვი, რას იზამ წარმავალია ყველაფერი, გზაც ვარდისფრად შეაფერადა პოეტმა ერთმა.
რომ ხორცი ხორცია - დასალპობად არ არის ცოდო.
მაგრამ რას იზამ გეძვირფასება შენი თუ არა სხვა ხორცი მაინც. რომ გახსოვს სურნელი.
სიტკბოება.
შეხება.
სული კი ამბობენ ისეთი მსუბუქია
როგორც ფრთაფარფატა პეპელა ერთი.
ქაფად ქცეული სირინოზიც გემახსოვრებათ
და იმ ქაფების სიმსუბუქეც.
მეორე მხარეს, სულ ზაფხულია
ჰყვავის გვირილა,
ჰარმონია.
სიმშვიდე.
სინათლე.
სიყვარული.
თუ დაფიქრდებით
რომელი სიტყვა იწყება ს-ზე,
აუცილებლად გაგახსენდებათ სიტყვა
სიკვდილი.
სიკვდილი კი ნისლისფერ ჰარმონიას
აშლის და მიწის დამძაღებულ სურნელს დააყენებს.
პორტალობა ხომ გარდაუვალია.
ისევე როგორც ჰარმონია, სიმშვიდე, სიყვარული - სიკვდილის გარეშე
ბავშვური ილუზიაა.
თავად სიკვდილი კი
იმდენად მძიმე, მრუმე ბრძანდება
რომ უკვე აზრი აღარ აქვს-
რომ ხორცი გიყვარს თუ სულის მარადიულობა გწამს.
რომ ღმერთები წყვეტენ ფიქრს
და აქტიურ ქმედებებზე გადადაიან.
მაგრამ ღმერთები რისი ღმერთები არიან - გარდაუვალობის გარდაუვალობის გარეშე.
და რომ პესიმიზმი,
დეპრესია - სინამდვილეში
სახალისოც კია.
აღმაფრენები და იმედები
მოსაბეზრებელია.
შავ-ბნელ საფლავებს
თავის ხიბლი აქვთ.
განსაკუთრებით მაშინ
მათზე თუ ყვავიან
იასამნისფრად მრავალძარღვები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები