ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
22 სექტემბერი, 2015


ო ლილე

იმღერე ძმაო,ბაშვობაზე მიმღერე ძმაო,
იმ ბავშვობაზე,ჩვენ არასდროს რომ არ გვინახავს,
იმღერე–იმედს და ოცნებებს თუ როგორ კლავენ,
ჩენ ეს გვამები ამ დრომდე რომ არ დაგვიმარხავს,
ალბათ სულ იმის ბრალია,რომ არც კი გვსმენია,
თუ როგორ ფლავენ გარდაცვლილებს სააქაოში,
იმღერე–რადგან ჩვენ აქამდე არ გვიმღერია,
არ გვიცინია და ღიმილიც ისე გვაოცებს,
რომ ვინც იღიმის,უნებურად–გიჟი გვგონია,
ჩვენ ხომ ტკივილიც–სუნთქვასავით გავირეფლექსეთ,
დღეს ყველა თოფი დაცლილი და განასროლია,
უნდა ვიმღეროთ,მიმოვფანტოთ გზაზე ლექსებიც,
ლექსები–წარსულს რომ გვახსენებს და არ  გვასვენებს,
ლექსები–სადაც ოცნებები გამოვამწყვდიეთ,
იმღერე–იქნებ ის ბილიკი ვინმემ გვაჩვენოს,
მთამდე რომ მიდი,დავაღწიოთ თავი ამ წყვდიადს
და ჩვენს ბავშობას მწვერვალებზე მაინც მივაგნოთ,
იქ კვლავ ანცობენ,გვირილები,ნისლები ,ღელე,
არ ეშინიათ ამ მწვერვალებს მზის და სინათლის
ხო და შენც მიდი,გვირილებზე–მზეზე იმღრე.
ო ლილე!




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები