ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
26 სექტემბერი, 2015


VVV

ვინ იცის,იქნებ მე,ოდესმე შევეშვა წერას,
წერას შევეშვა მე ოდესმე, იქნებ ვინ იცის,
მე ყოველ ღამე ხომ ისედაც გედივით ვმღერი,
მე ვეურჩები სამყაროს და არასდროს ვიცავ,
კანონებს,დოგმებს და მწყურია თავისუფლება,
არც ჯვარზე გაკვრას ვერიდები,და არც ბრმა ტყვიას,
მე ვჯღაბნი ლექსებს და დროებით ვხდები უფალი,
და ზოგჯერ ჩემი უთქმელობაც იმდენს მეტყველებს,
რომ საკუთარი ანარეკლი გავიუცხოვე,
მინდა თვალები დავითხარო,ენა მოვიჭრა,
დაბადებიდან,მუცლიდანვე დამყვა ურცხვობა,
სწორედ ამიტომ,ჩემმა ვარდმაც არ გამოისხა
ნაზი,სიცოცხლით გაჟღენთილი ჟღალი ფურცლები,
ხელში თაბახი შემაჩეჩეს და მეც დავიწყე,
წერა ოცნების,სიყვარულის,თავისუფლების,
და შუა გზაში ბეწვის ხიდი ისე ჩამიწყდა,
რომ ვერაფერიც ვერ დვწერე,საინტერესო,
მე დღემდე ერთი უბადრუკი,არარაობა,
მქვია,ოცნებებმოპარული,მხდალი მელექსე,
ვატარებ ტკივილს,ვერმორჩენილს, მთელი თაობაის...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები