ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
22 სექტემბერი, 2015


ღია წერილი მეუღლეს

მე ახლა ყველა წვრილმანზე ვდარდობ:
მზეზე - ძალიან მალე რომ ჩადის;
დღეზე - მალე რომ ღამდება;
ბავშვზე - ტირილი რომ არ გაუვიდა;
სიკვდილზე - არავის რომ ენატრება...
მე ახლა ყველა წვრილმანზე ვდარდობ...
და ჩემი გული მიჭირავს ხელით,
რომ ასე დაღლილს და გადაქანცულს,
ხანდახან მაინც ვუბერო სული...
რა გახდებოდა, მეც სხვებივით რომ მეარსება...
არ მედარდა ამდენ წვრილმანზე;
ცა ყოფილიყო უბრალოდ, ცა,
მზე ყოფილიყო უბრალოდ, მზე,
გზა ყოფილიყო უბრალოდ, გზა,
ყოფილიყავი უბრალოც, შენ...
რა მოხდებოდა,მეც სხვებივით რომ მეარსება...
არ შემომესვა დაჭრილი ჩიტი ხის ტოტზე გუშინ...
არ ამომეყვანა არხიდან სველი, გალუმპული, საბრალო ლეკვი;
არ მესაუბრა ყვავილებთან, ან ბალახებთან...
რა მოხდებოდა...
მეც სხვებივით რომ მეარსება...
იმათ, რომლებსაც ჰგინიათ, რომ აქ და ახლა კი არაა მთავარი,
არამედ უფრო იქ, სადაც არ არიან თავად
და უფრო მერე, როცა ყველაფერი იქნება კარგად...
მე ახლა ყველა წვრილმანზე ვდარდობ...
შენ თვალებს ჩრდილი რომ მიეპარება,
გული მეწვის და მინდა ჩემი შუქი გაჩუქო...
ჩემ გულთან ერთად მე შენი გულიც მიჭირავს ხელით
და სულს ვუბერავ,
რომ ორივე გული გადავირჩინო...
მე ახლა ყველა წვრილმანზე ვდარდობ
და ზუსტად ვიცი,
სწორედ იმიტომ მიყვარხარ, რომ
ყველას არ ჰგავხარ...
..........................................................
იცი, ის ჩიტი,
მე რომ ხეზე შემოვსვი გუშინ,
მაინც გაფრინდა,
მერე რა, რომ დაჭრილი იყო!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები