ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პოეზია
29 დეკემბერი, 2008


ნუ მწერ...



ნუ მწერ...
სიკეთეს  დახარბებით
                    უარს უთვლიდნენ...
ნუ მწერ...
სიხარულს შავ ღრუბლებზე
                      ჯვრის წერას სთხოვდნენ...
ნუ მწერ...
იმედებს უფრთო ჩიტებს
                      ატანდნენ შორეთს...
ნუ მწერ...
სიმართლეს აბრალებდნენ,
                      ყიდიო ჭორებს...
ნუ მწერ...
მაგრამ მაინც, თუ მომწერ...
და სიყვარულის თეთრი ბარათით
      იის ღიმილს და მთვარის ამბორს გამომიგზავნი...
,,მეხუმრები, თუ?!’’...
                    გაიცინებ...
,,მართლა თუ მოგწერ, მხოლოდ ამას:
იის და მთვარის კი არა და...
                                ჩემი იქნები?!’’
არც დავფიქრდები...
              ახლა  მომწერე!…
                                          29.12.08.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები