ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
27 სექტემბერი, 2015


  ჩამოტვირთვა

ცოლი და შვილი

ცოლი და შვილი
შინიდან წასულს დაგეტყო ბზარი,
თითქოს ცხოვრება ჩქარობს, გიმეტებს,
შინ დაბრუნდი და წვიმა და ქარი,
მხრებიდან ვეღარ ჩამოიბერტყე...
ცისკენ გაურბის საკვამურს ბოლი,
ერთი ვარსკვლავი მოციმციმეა,
კარს გააღებ და დაღლილი ცოლი
თითებს შეახებს შენს მხრებს წვიმიანს...
თუმცა ტვირთი აქვთ თავისი წილი,
ყველას სურს უფრო მეტი ასწიოს,
თავს დაგტრიალებს ცოლი და შვილი,
შენი ქარი რომ გაინაწილოს...
შინიდან წასულს დაგეტყო ბზარი,
თითქოს ცხოვრება ჩქარობს, გიმეტებს,
შინ დაბრუნდი და წვიმა და ქარი,
მხრებიდან ვეღარ ჩამოიბერტყე...
შინიდან წასულს დაგეტყო ბზარი,
თითქოს ცხოვრება ჩქარობს, გიმეტებს,
შინ დაბრუნდი და წვიმა და ქარი,
მხრებიდან ვეღარ ჩამოიბერტყე...
ცისკენ გაურბის საკვამურს ბოლი,
ერთი ვარსკვლავი მოციმციმეა,
კარს გააღებ და დაღლილი ცოლი
თითებს შეახებს შენს მხრებს წვიმიანს...
თუმცა ტვირთი აქვთ თავისი წილი,
ყველას სურს უფრო მეტი ასწიოს,
თავს დაგტრიალებს ცოლი და შვილი,
შენი ქარი რომ გაინაწილოს...
შინიდან წასულს დაგეტყო ბზარი,
თითქოს ცხოვრება ჩქარობს, გიმეტებს,
შინ დაბრუნდი და წვიმა და ქარი,
მხრებიდან ვეღარ ჩამოიბერტყე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს