ნაწარმოებები



ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
27 სექტემბერი, 2015


ჰო, იყოს ასე!

თავს ნუ მოიკლავ უჩემოდ, მარტო,
ნუ გამექცევი ჩემი სიზმრიდან,
ფიცით შევახოთ თითებს თითები,
რომ სიკვდილამდე ერთად ვიქნებით.
ვისუნთქოთ ერთად
ღრმა სიბერემდე,
სინქრონში სუნთქვაც ვფიქრობ ფიცია,
უკვე რამდენჯერ გამოვიარეთ
"ძილი_სიკვდილის რეპეტიცია".
სიკვდილს ღიმილით შევეგებები,
თუ შენით გახდა სიცოცხლე სავსე
და დავიწყების ანგელოზს ფრთათეთრს,
ჯერ მე გავყვები,
ჰო, იყოს ასე!
შენ შემომცინებ, შემომანათებ,
გრძელი ცხოვრებით დაღარულ სახეს...
მოდი მანამდე,
ერთად შევეხოთ
სიზმრებს_სიკვდილის პატარა მახეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები