ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
29 სექტემბერი, 2015


ბოშა

მზე თავს იხრჩობდა ჰორიზონტზე,მწვერვალებს შორის,
ტევრიდნ ნისლი,ნადირივით გვეპარებოდა,
შენ მიყურებდი,მე კი თვალიც ვერ გაგისწორე,
რადგან არ მსურდა,მომაკვდავი-შეგყვარებოდი...
ვერ გამიგებდი,მე ლექსებით ინფიცირებულს
იმედი,რწმენა,შეგრძნებები როგორ გამიქრა,
ვერ მიხვდებოდი,სიტყვა რატომ მემორჩილება,
რადგან შენ იღბალს მინდობილი,ბოშა ქალი ხარ
და როგრც მაშინ ახლაც მხოლოდ სიყვარულისთვის
გიღირს რომ მოკვდე,ან საფლავის ქვაზე გეძინოს,
მე,სულგაცლილი,მოპოეტო,შლეგი ტურისტი,
ქარებს ავყევი,აღარ მოვალ,აღარ მეძიო...
მზე თავს დაიხრჩობს ჰორიზონტზე,მწვერვალებს შორის,
ტევრიდნ ნისლი,ნადირივით მოგეპარეა,
შენს გიშრის თვალებს–თვალს ვიღაცა თუ გაუსწორებს,
არსად გაუშვა,მიეკედლე,მას ეყვარები...











კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები