ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
3 ოქტომბერი, 2015


იასამნები

იასამნები გყვარებია–თითებმა გაგცეს,
იასამნისფრად შეღებილი თმაც ამას მოწმობს,,
ჯერ პატარა ხარ,ვერ ერევი გრძნობებს და განცდებს,
სწორედ ამიტომ–ვერ იქნები ჩუმი და მორცხვი,
იასამნები გყვარებია–უცნაურია...
უცნაურია,აირეკლოს სილურჯე ზღვების
შავმა თვალებმა.შენც ხომ იცი რომ ცა სრულიად
არ ჰგავს ზღაპრებში გამოგონილ ცას და ფიქრებიც
ფრთების შესხმაზე იმთავითვე განწირულია,
მაგრამ შენ იბრძვი,ზღვის სილურჯე სულ არ გაშინებს,
იასამნების მოყვარულო,ზღაპრის ფერიავ,
შენ ითავხედე,არ გაჩერდე და ააშენებ
იმ ხიდს,მონების პლანეტაზე რომ არც სმენიათ...
იასამნები გყვაებია–უცნაურია...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები