ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
7 ოქტომბერი, 2015


Был на сайте два года назад...

21 სექტემბერი.

---ლამაზი ხართ
---მადლობა
---გაიხარეთ , სასიამოვნოა თქვენი ყურება
---მართლა?
---ტყუილი რა საკადრისია
---ვატყობ, საუბარი გინდათ?
--- არ გცალიათ?
---მეგობარს ველოდები და არ შემოვიდა
----ბოდიში თუ გაწყენინეთ, ბედნიერია ვისაც თქვენნაირი მანდილოსანი ელოდება.
---ის პატარა ბავშვია
---მაპატიეთ, მამაკაცი მეგონა.რა უფლება მქონდა, მაგრამ ვიეჭვიანე.
---არაა, მამაკაცი გამორიცხულია, მეუღლე მყავს.
---მერე არ ეჭვიანობს?
---მას ახლა ძინავს
---ღმერთო, რა აძინებს
--აბა, არ დაიძინოს?
---ნება თქვენია, მე ჩემზე ვთქვი. აღარ შეგაწყენთ, ტკბილ ძილს გისურვებთ.
მე ცოლი მყავს, მაგრამ ჩუმად ვარ შემოპარული.

23 სექტემბერი
--ისევ შემოიპარე? გამარჯობა.

24 სექტემბერი.
----დილა მშვიდობისა, როგორ ხარ?გამახარე რომ მომწერე.სამსახურში ვარ ახლა...
რა ფოტოგენური ხარ



5 ოქტომბერი.
---რატომ არ ჩანხარ ხოლმე?
---არ მეცალა.
---ტელეფონს თუ მომცემ, ხანდახან ესემესს მოგწერ ხოლმე.
--არა უხერხულია.
--შვილები რამხელები გყავს?
--დიდები არიან.
_--ჩემებიც, გათხოვილები არიან.რატომ არ მეუბნები, შენები რამხელები არიან?
---უფროსი სტუდენტია, ტყუპები მეთერთმეტე კლასში არიან.
--სამი შვილი გყოლია, გაგიზარდო უფალმა.კომპიუტერთან როგორ დაგსვეს?არ ეჭვიანობენ, მე რომ მესაუბრები?
--არ იციან, აქ თუ ვარ...
ჩემი ტელეფონია 577  XXXXXX  მომწერე ხოლმე.
აქ არ ხარ ხოლმე ხშირად, მოგწერ და გავიგებ, როგორ ხარ.

10 ოქტომბერი
--აღარ შემოდიხარ ხოლმე,ხომ მშვიდობაა?

11 ოქტომბერი
---გამებუტე? შემოსული ყოფილხარ და არ მომწერე?კარგი, მეც აღარ მოგწერ.ბედნიერად იყავი.
წაშალე ყველაფერი, რაც მომიწერია.

12 ოქტობერი
--რა ხდება, რა უფლებით მიბრაზდები.შემოსული ვიყავი და ისევ გავედი, მერე რა?
--არაფერი, რომ არ მომწერე, ვიეჭვიანე.
--კაი რა, რომელი ეჭვიანობა, არ გადამრიო.
--შენთან საუბარი მენატრება, შენი ხმის გაგონება.დამელაპარაკე რა.

14 ოქტომბერი.
სვეტიცხოვლობას გილოცავ, ჩემო ტკბილო მარი.გაგაძლიეროს სვეტიცხოველმა და  შვილები გიმყოფოს ჯანმრთელად და კარგად, ოცნება მაქვს, შენი ხმა გამაგონა.
--დიდი მადლობა ასეთი ტბილი სიტყვებისათვის,
_სკაიპი გაქვს? მოდი დამამატე...

25 ოქტომბერი

შემოვედი, შენ გელოდები სიხარულო, სკაიპიც ჩავრთე, სად ხარ?რომელზე მოხვალ , სამსახურიდან, მომწერე და მოგწერ.სანამ მოხვალ,
ვტკბები შენი ფოტოებით...რა ძნელია მოცდა, როცა საქმე არ გაქვს.

26  ოქტომბერი.

დღეს ერთი წამიც ვერ მოიცალე ჩემთვის...ეტყობა მომეჩვენა ყველაფერი და ის რაც ვიგრძენი, მხოლოდ სიზმარი იყო...

27 ოქტომბერი.
---ასე ნუ განიცდი, რა..ბევრი საქმე მქონდა.
--მეც მასე გეტყვი, როცა შენ მოგენატრები.

ეტყობა ამაღამ აღარ შემოხვალ, წავალ  დავიძინებ.ტკბილ ძილს გისურვებ, ჩემო მარი.
ცოტა გავცივდი და  ავად ვარ.



2  ნოემბერი
დილა მშვიდობისა ჩემო სიყვარულო.მართლა ეს გრძნობა მაქვს შენს მიმართ და ნუ ამახსნევინებ, რატომ და საიდან.შენ ხომ არაფერს გიშლი?
ჩემი მალამო ხარ და სიცოცხლის წყარო.იმხელა მოთმენა ჩამინერგე, რომ მგონია აი ხვალ იქნება ზაფხული და  გნახავ.
დღეს ექიმთან წავალ და სისხლის ანალიზის  პასუხებს დამახვედრებს.ნახავს, უნდა გავაგრძელო თუ არა მკურნალობა ფილტვზე.ნემსი თუ ტაბლეტები...მოგწერ მერე.


---ჩემი მშვენება ხარ. ვიცი, უამრავი საქმე გაქვს, გადარბენაზე ხარ, მაგრამ მაინც იცლი ჩემთვის.როდის გძინავს ეგეც მიკვირს.
არ გსაყვედურობ, ვიცი ერთს მომწერ და გამიხარებ გულს.მერე კი ისევ გამიფრინდები.
_აუ, ასე ნუ განიცდი რა უჩემობას.გაკოცე.

--მეც შორიდან გკოცნი.

--შენ მე ისეთი გრძნობა განმაცდევინე, რაც აქამდე არ განმიცდია.
_რატომ გაცივდი, ასეთი სუსტი ხარ?
--არა, უკვე კარგად ვარ საყვარელო.ბევრი ნემსი ვიჩხვლიტე.
  ჩემი სიცოცხლე ხარ, მიგეჩვიე და სიყვარული გამიღვიძე, მარი.ტელეფონზე მომწერე ხოლმე, გთხოვ.
--შემოდი სკაიპში.
---ეეე, ეტყობა დღეს არ გცალია, თუ რამე და მომწერე ფეისბუქზე.
ჩემი სიცოცხლე ხარ, ჩემი..ჩემი ხარ

აქ რომ შემოვდივარ, სულ იმ საიტზე ვარ ხოლმე, შენ რომ მომწერე და შენს ნაწერებს ვკითხულობ.მერამდენედ გადავიკითხე, თუ იცი?მეორე შენს ბიჭზე გაქვს დაწერილი, ხომ?

შენსას რომ მოვრჩები ხოლმე, მერე სხვებსაც  ვკითხულობ, ბევრი კარგი რამეა...
როცა გელოდები და ეს ლოდინი მარგუნა ღმერთმა, ისევ შენი ნაწერები  მამშვიდებს.
ჩემი პოეტი და მწერალი გოგო...მეც უკვე იმხელა წერილებს მაწერინებ, თავი მწერალი მგონია.

20 ნოემბერი.
-ექიმთან ვიყავი, არაფერია, მაგრამ გადაიღე მაინცო.ფილტვში რაღაც დარჩენილა.

29 ნოემბერი.
დღეს მამა სოკრატესტაან ვიყავი, დამლოცა და ჯანმრთელობის ლოცვები წამიკითხა,თუ რწმენით იქნები, შეიძლება სტამბოლში წასვლა აღარც დაგჭიდესო.
ჩემო სიცოცხლევ, შენი სურვილი მკლავს.
ჩემზე არ იდარდო, ჯანმრთელი დაგიბრუნდები.
ჩემი პატარა სიხარული ხარ და მენატრები.

შენი წერილები ისეთ სიამოვნებას მგვრის, ხშირად მომწერე ხოლმე მარი.
უფალმა ისეთ დროს მაჩუქა შენი თავი, სულ რომ არ გელოდებოდი.
ვიცი არ გცალია, კომპიუტერთან იჯდე საათობით, მაგრამ ტელეზე მომწერე.


მიყვარხარ და ეს გრძნობა სუფთაა.

31  დეკემბერი.
-ახალ წელს გილოცავ საყვარელო.ღმერთმა გაგახაროს შვილებთან ერთად.

კვირას მივფრინავ სტამბულში,ჩემი შვილი და ძმა მიმყვება.სასტუმროდან მოგწერ ხოლმე.
არ ინერვიულო ჩემო გოგო, თუ ვერ გამოვჩნდე ამ კვირაში.

_არაფერი ინერვიულო საყვარელო, ხვალ მეტყვიან, საღამოს,პასუხს.ერთი მერსედესის ფული კი დავტოვე, მაგრამ  შენი თავი მყავდეს  კარგად  და რად მინდა ფული.
თბილისში იმარჩიელებდნენ და აქ იციან მაინც, რა და როგორ.

---გადამიღეს ტომოგრაფია და სიმსივნე დამიდგინეს.დამჭირდება სხივები.არ ინერვიულო არაფერი, ჩემი ხუტუნია ხარ შენ.შვილები როგორ არიან?  რაღაც შენი წერილები არ მომწონს, სახლში ხომ კარგად ხართ ყველა?
---არა, დღე ბევრი საქმე მქონდა, კარგად ვარ.


გამიკეთეს ქიმია.მკურნალობას ექვემდებარებაო.რახან გაირკვა, ამოვისუნთქე,ხვალ მოვფრინავ თბილისში.

20 იანვარი
---ხანდახან ვფიქრობ, ნეტავ არ გამეცნე.საზრუნავი და სადარდებელი არ მყოფნიდა ჩემი?
__არაფერი იდარდო ჩემო მარი,აქ რომ ხვდება შენი ნაწერი, სიცოცხლეს მმატებს და სიყვარულს მიათკეცებს.კიდევ ერთი ორჯერ გადავისხამ და ვიქნები კაჟივით.
---იქნებ სკაიპში გნახო ამ საღამოს.
---თმები რომ მაქვს გადახოტრილი?
---არაუშავს ბიჭო.
---გაკოცე გულში.



__მადლობა,ჯანმრთელობა მოგცეს შენც ღმერთმა.
--მენატრები ძალიან , ჩემო ნეტარება.

12 აპრილი.
---ხვალ მივფრინავ მესამედ სტამბულში...განვიცდი...
ჩამოვფრინდი და რამდენიმე დღე წოლითი რეჯიმი მექნება.ექიმებმა , იმედებიაო.

მომწერე ხოლმე.

---სწავლა დამთავრდა?
--ჯერ არა, მაგრამ ცოტა ამოვისუნთქე.
--მენატრები ძალიან.ხშირად შემოდი ხოლმე.

20 მაისი.
--როგორ ხარ?
24 მაისი.
---როგორ ხარ?

2013 წლის 13 ივნისი.
წავიკითხავ შენს ნაწერებს, მიხარია, რომ სულ გახსოვარ.......


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები