ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
6 ოქტომბერი, 2015


ცოტა აგრილდა ...

                          * * *
ცოტა  აგრილდა.
უკვე  ქალაქშიც  იგრძნობა  შვება.
დილის  ნიავი  შემოდგომის  ამბავს  მიყვება.

29.09.2015


აგარაკზე ერთი ძაღლი მოგვეკედლა, შარიკა შევარქვით.
ნუშის ფორმის თვალები აქვს, აი, მგლებს რომ აქვთ ხოლმე, ისეთი ...

                          * * *

ისე  ჩუმია,
არას  იტყვის, წკმუტს  ვერ  დააცდენ,
მისთვის, 
დროც  კი  არ  გენანება, თუკი  გააცდენ,
ჭიშკართან  გხვდება,
რა  გინდა  რომ  სისხამზე  ადგე,
გული  არ  გიზამს,
ვერ  უყვირებ  და ვერ  გააგდებ.

არავინ  იცის, 
რა  ჯიშია  და  რა  ჯურია,
შარიკა  ჰქვია, 
ყურშაა  თუ  სულაც  მურია,
მაგრამ  ისეთი  თვალები  აქვს,
ისე  წკურია,
ვერც  კი  იფიქრებ,  რომ  ამ  სოფლის, 
მხოლოდ  მდგმურია.

29.09.2015


მთის  კილოზე  მინამგვანი ...

                * * *
მლაშის  თავს  ტურამ  იკივლა,
ტინისხევს  ექომ  უბანა,
ძაღლებმა  ყეფა  ატეხეს,
გამოიღვიძა  უბანმა,
ტურებ  ერთმანეთს  ასწრებენ,
ვინ  წინ  და  ვინაც  უკანა,
მთვარე  რო  დაჯდა  მუხებზე,
ფარსაგმა  სოფელს  უგანა.

03.10.2015

                        გალაკტიონს ...

              * * *
მიინავლა  შემოდგომის  წყნარი
დღეები  და
ამოქროლდა  ქარი...
მიტოვებულ  სამრეკლოზე
ზარი,
რეკს  გაბმულად,
ხმაში  თითქოს  ბზარი...

რაღაც  უცხო,
რაღაც  შესაზარი -
მიტოვებულ  სამრეკლოდან
ზარი ...

04.10.2015

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  თიო ვულოცავთ დაბადების დღეს