ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
18 ოქტომბერი, 2015


* * *

მე რომ სახლი მქონდეს
შესასვლელით ( გამოსასვლელის გარეშე)
ფრთხილი ნაბიჯით შევიპარებოდი
ფარდას ჩამოვაფარებდი,
ჩავაბნელებდი,
ჰო, ჩავაბნელებდი
არც საუზმე, არც სადილი
ყავის  დიდი რეზერვუარი და
ჩილიმი ფეხებთან
უკატოდ
და
უცეცხლოდ...
არავითარი ბუხარი და
და არანაირი ბეწვიანი პლედი...

წიგნები?
რად მინდა  შმორიანი  წიგნები?
წიგნებზე ალერგია მაქვს,
სხვათა შორის ჩემს თავზეც.
(კი, ეს გამოკვლეულია)
ალერგია მაქვს საკუთარ აზრებზე.
ფეხის სუნზე და
კატის ბეწვზე...

მე რომ სახლი მქონდეს...
სახლი კი  არა, ნეტავ ახლა ბალიში მქონდეს.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები