ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2015


იმედის ფერი

ამ ოქტომბერსაც ყავლი გაუდის,
იხდის ბუნება ჩითსა და ატლასს,
ახლა დრო დგება შალის, მაუდის,
რაც მარტის - ასე 20-მდე გასტანს.

ამოალაგებს ხვალ ნოემბერი
ნაფტალინიან სვიტრებს, როლინგებს.
დაეკარგება გარემოს ფერი,
ირგვლივ მუქ სამოსს ყველა მოირგებს.

მხოლოდ ამ ნაძვებს შერჩებათ მწვანე,
მათი ქურქები არ გახუნდება
ნიშნად, რომ ყინვა ვერაფერს გვავნებს,
რომ მალე ისევ გაზაფხულდება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები