ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: საბავშვო
15 ოქტომბერი, 2015


ფ ი ს უ ნ ი ა ნია

ქრისტის  წინდა  მოიტაცა
ფისუნია  ნიამ,
დაინახა  ნიკოლოზმა
თითი  დაუქნია.
მიხტის  ფისო, 
ნიკოლოზიც
მისდევს  ნაბიჯნაბიჯ
ტახტის  ქვემოთ  მოკალათდა
კუდი  დაუქნია
განაწყენდა  ნიკოლოზი
თავი  გააქნია
სახლში  რატომ  შემოვუშვი
ცელქი  ბრიყვუნია.
სწორედ  ამ  დროს  მოირბინა
წინ  დაუდო  წინდა
თითქოს  უთხრა  გაგეხუმრე
აჰა  წინდუნია.
მერე  ფეხთით  წამოუწვა
მორცხვობს  ცელქუნია.
დამერწმუნეთ  გამოსწორდა
თქვენი  ფისუნია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები