ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: საბავშვო
18 ოქტომბერი, 2015


ქ ო რ ი

სახლთან  ახლოს
დაჯდა  ქორი.
მხოლოდ  ერთი,
არა  ორი.
ნიკოლოზმა  დაინახა,
თუმცა,  იყო  მასთან  შორი.
დაუმიზნა,  თავში მოსცხო
საკმარისზე  დიდი  ჯოხი.
რეტდასხმული  ქორი  უცებ,
მიწისაკენ  ჩამოეშვა,
მერე  ცისკენ  აიწია
და  ამ  ეზოს  სულ  მოეშვა.
ეს  სიმართლე  დამიჯერეთ,
არ  გეგონოთ  არცა  ჭორი.
არ  ეშლება  საქციელი,
ახლო  ივოს,  თუნდა  შორი,
სულ  პატარა,  ამ  გენიოსს,
ღმერთმა  მისცა  ესე  ნიჭიც,
ნიკოლოზი  არის  ქვეყნად,
უმაგრესი,  მკვირცხლი  ბიჭი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები