ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
27 ოქტომბერი, 2015


* * *

ალბათ ვბერდები,მოწევასაც მინდა შევეშვა,
პირში-სიკვდილის გემოს ვგრძნობ და ღამე მაშინებს,
ვითვალისწინებ,უნებლიედ ყველა შენიშვნას
და გული მწყდება,რომ აქამდე ვერ ავაშენე,
სახლი, რომელზეც ბავშვობაში მიოცნებია,
ოთახი სადაც ზღვისფერ ცაზე ლექსებს დავწერდი,
მე,სველ მინდვრებში გვირილები არ მიკრეფია,
უცნაურია-წარსულზე რომ გული არ მწყდება,
და ახლა, როცა სეზონური შიზოფრენია,
თვალებს მკორტნის და დაობებულ ფილტვებს მატკიებს,,
ვხვდები,ლექსები,ერთადერთი გადარჩენაა,
და მიხარია რომ ჩარჩოში ვერ ჩამატიეს,
ხო და მეც ასე,უსაზღვრობით აფრებაშლილი,
ქარს მინდობილი,მომავლისკენ-მივცურავ ნელა,
და მჯერა,მთებში დაკარგული ჩემი აჩრდილი,
ქორფა გვირილებს,სველ მინდორზე ზვავივით თელავს.
ალბათ ვბერდები,მოწევასაც მინდა შევეშვა,
პირში-სიკვდილის გემოს ვგრძნობ და ღამე მაშინებს...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები