ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2015


არსად გამიშვა

საღამო,წვიმა იკავებდა თავს და ციოდა,
თბილისი იყო გადაღლილი,ხალხით,ხმაურით,
ჩვენ ვსაუბრობდით,ოცნებებზე-თან მივდიოდით,
და გვაწუხებდა ამ ქალაქის ცუდი აურა,
ჩვენ მივდიოდით რუსთაველზე,უიარაღოდ,
და სიყვარულით დამწიფებულს ვიყოფდით-აწმყოს,
პროტესტის ნიშნად ამოქოლილ,ფართო დარაბებს,
არ სურდათ ხილვა,ეს ქალაქი თუ როგორ არწყევს
წარსულს.არა ერთ გაცრუებულ,იმედს მომავლის...
პროსპექტს,გმირობის,დამარცხების,სირცხვილის,წყენის,
თავდახრილებმა,მორიდებით თვალი მოვავლეთ,
და ამ მზერაში,არსადი სჩანდა ნამცეცი რწმენა.
ჩვენ, მივდიოდით რუსთაველზე, უკვე ბნელოდა,
ჩვენ, სიყვარულზე ვსაუბრობდით,საბედნიეროდ,
შენ გაამხილე,რომ წლებია არსად გელოდნენ,
მეც მოვიცილე- მომლოდინე ბავშვის იერი,
ასე უნიღბოდ მივდიოდით,გეზის გარეშე,
უსასრულობას შერეოდა ჩვენი ფიქრები,
ძმობას გაფიცებ რომც ვეცადო,არსად გამიშვა,
ჩემთან იყავი,იმედივით ნუ გამიქრები.
ძმობას გაფიცებ!


















კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები