შენ ალბათ გინდა, რომ ვიყოთ ერთად, რომ ზღვის ტალღებთან ვარსკვლავებს ვთვლიდეთ. შენ გინდა ახლა, რომ გერქვას დედა– ცისფერთვალება გოგონას ვზრდიდეთ.
მე მინდა ახლა, რომ იყო ჩემთან, ჩემი თითებით ალერსი თმების და მორცხვი ცეკვა მთვარესთან ახლოს, წელზე მოხვევა მთრთოლვალე ხელის.
ჩვენ გვინდა ახლა, რომ ვიყოთ სადღაც, უმისამართოდ ვტკეპნიდეთ ბილიკს, და გვაგონებდეს მდორე ტბაც შავ ზღვას და გვაგონებდეს გასროლაც– სიცილს.
გავშლი ხელებს და ვხვდები, რომ ქრები, ვით გაზაფხულზე ნარჩენი თოვლი, ვით შემოდგომის ხმელი ფოთოლი ან მოღალატე, თავნება ცოლი.
შენ ვიცი, გინდა, რომ იყო ახლოს და ყოველ დილით მკადრებდე სალამს, მიაბიჯებდე ჩემს სახლთან ახლოს, იშლიდე ჩემს წინ ოქროსფერ დალალს.
იცი, რომ გხედავ არ ვიმჩნევ თითქოს, იცი, რომ მიყვარს თვალთვალი შენი, მივდივარ ფსკერზე, შენს სულთან ახლოს, შენარცხებული სალ კლდეზე გემი.
და ეს კლდეც, შენებრ ამაყად მდგარი და ეს კლდეც, შენებრ ჯიუტი თითქოს, იღებს და იღებსშელეწილ გემებს და მაინც,ახალ სიყვარულს ითხოვს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. სურვილი ერთია და რეალობა მეორე :) სურვილი ერთია და რეალობა მეორე :)
6. შენ ალბათ გინდა, რომ ვიყოთ ერთად, რომ ზღვის ტალღებთან ვარსკვლავებს ვთვლიდეთ. შენ გინდა ახლა, რომ გერქვას დედა– ცისფერთვალება გოგონას ვზრდიდეთ."
ძალიან მომეწონა ეს ფრაზა და ეს სურვილი მით უფრო რომ და ქალს,რომელსაც ეს სურვილი აქვს,ვერასოდეს იქნება ეს
"გავშლი ხელებს და ვხვდები, რომ ქრები, ვით გაზაფხულზე ნარჩენი თოვლი, ვით შემოდგომის ხმელი ფოთოლი ან მოღალატე, თავნება ცოლი."
"და ეს კლდეც, შენებრ ამაყად მდგარი და ეს კლდეც, შენებრ ჯიუტი თითქოს, იღებს და იღებსშელეწილ გემებს და მაინც,ახალ სიყვარულს ითხოვს."
ზღვა და კლდე ქალები,თავდაჯერებული,სამარე მამაკაცის ფისოები არიან...
უცნაურია...კარგი ლექსია მაგრამ რაღაც არ მომეწონა საერთო ჯამში...მეოტხე სროფიდან ეს უკვე...
შენ ალბათ გინდა, რომ ვიყოთ ერთად, რომ ზღვის ტალღებთან ვარსკვლავებს ვთვლიდეთ. შენ გინდა ახლა, რომ გერქვას დედა– ცისფერთვალება გოგონას ვზრდიდეთ."
ძალიან მომეწონა ეს ფრაზა და ეს სურვილი მით უფრო რომ და ქალს,რომელსაც ეს სურვილი აქვს,ვერასოდეს იქნება ეს
"გავშლი ხელებს და ვხვდები, რომ ქრები, ვით გაზაფხულზე ნარჩენი თოვლი, ვით შემოდგომის ხმელი ფოთოლი ან მოღალატე, თავნება ცოლი."
"და ეს კლდეც, შენებრ ამაყად მდგარი და ეს კლდეც, შენებრ ჯიუტი თითქოს, იღებს და იღებსშელეწილ გემებს და მაინც,ახალ სიყვარულს ითხოვს."
ზღვა და კლდე ქალები,თავდაჯერებული,სამარე მამაკაცის ფისოები არიან...
უცნაურია...კარგი ლექსია მაგრამ რაღაც არ მომეწონა საერთო ჯამში...მეოტხე სროფიდან ეს უკვე...
5. ''გავშლი ხელებს და ვხვდები, რომ ქრები, ვით გაზაფხულზე ნარჩენი თოვლი,'' ``გავშლი ხელებს და ვხვდები, რომ ქრები, ვით გაზაფხულზე ნარჩენი თოვლი,``
4. მშვენიერია. ნეტავ თუ არის მასში ცოტა ნოსტალგიაც. მშვენიერია. ნეტავ თუ არის მასში ცოტა ნოსტალგიაც.
3. შენ გინდა ახლა, რომ გერქვას დედა– ცისფერთვალება გოგონას ვზრდიდეთ.
ამაზე უკეთესი რა უნდა ინატროს ქალმა. კარგია შენ გინდა ახლა, რომ გერქვას დედა– ცისფერთვალება გოგონას ვზრდიდეთ.
ამაზე უკეთესი რა უნდა ინატროს ქალმა. კარგია
2. მე რა ვიცი :)) მე რა ვიცი :))
1. და მაინც ახალ სიყვარულს ითხოვს...
რატომ ლევან?... რატომ? :)))
და მაინც ახალ სიყვარულს ითხოვს...
რატომ ლევან?... რატომ? :)))
|
|
მონაცემები არ არის |
|
|