მაგრად დავიღალე ჯერ ამ სამსახურის, მერე კლიენტების-ხალხის გადამკიდე, და რაც მქონდა ადრე მიზნად დასახული, ვეღარ შევისრულე.ხელებს აღარ ვკიდებ
ჩემი დამსხვრეული თეთრი ოცნებების გზაზე მიმობნეულ მცირე ნაწილაკებს. მაღიზიანებენ ეს ცრუ მლოცველები, ქყვეყნის საჭე მიაქვთ ხევში ლაწირაკებს.
მაგრად დავიღალე, მაგრად, უაღრესად ვაი–ქართველების ყოფით -მარიაჟით; და ვარ ახლა უფრო მეტად უარესად, ვიდრე შეპყრობილი ჩიტი გალიაში.
მაგრად ამეკიდა მელანქოლიური, უშნო,უფრო სწორად-ქალის ხასიათი. გვიან შეიშლება ყველა ფულიანი, მე კი სიღარიბით ვგიჟობ ასე ადრე.
მაგრად მენანება,მაგრად დამკილული, ჩემი წაბლის სახლი სოფელ მუხურაში. ისიც, რომ თბილისი გახდა ცხრაკლიტული, ვცხოვრობთ ცოდვა–მადლის ამ დიდ ხუხულაში.
მაგრად მენანება ჯარში წასულები, რადგან ამერიკის ზანგი სენატორის ხუშტურს, ვერც იგებენ, ისე ასრულებენ. როგორც თევზი,დათვის პირში შეგვატოვეს.
მაგრად მენანება ახლა საქართველო, ნეტავ, ღმერთი ვიყო, დღეში რამდენიმე სურვილს ჩავბერო და ისე გავამთელო, საზღვრებს მიღმა რომ არ გადამარბენინა...
ღმერთო,დავიღალე...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ქალური მელანქოლიური ხასიათი ეტყობა უფრო მტკივნეულად რეაგირებს ზანგი სენატორების ხუშტურზე ვიდრე ჯარისკაცისა და საინტერესოდ წერ გიო. ქალური მელანქოლიური ხასიათი ეტყობა უფრო მტკივნეულად რეაგირებს ზანგი სენატორების ხუშტურზე ვიდრე ჯარისკაცისა და საინტერესოდ წერ გიო.
6. ჩანს წარმოსახვითმა გმირმა თავდაპირველი მიზანი რომ განახორციელოს ზუსტად იცის რომ ვერ გამდიდრდება :) რამე უნდა აირჩიოს ასეთ დროს ადამიანმა ან სიმდიდრე ან სარჩო ან მიზანი. სამივე შესაძლებლობა ერთმანეთს თუ ემთხვევა კარგია. ასეც ხდება. მაგრამ უშრომლად არცერთი არ მოდის. უშრომელი შემოსავალი მარტო კომუნისტების დროს იყო. როცა საყვარელ საქმეს არ აკეთებ, ზუსტად მაშინ იღლები ადამიანი. ჰო... მართლა... და ვისაც მაგ მიზეზების გარეშე აქვს "უშნო,უფრო სწორად-ქალის ხასიათი" იმან რა უნდა ქნას? ჰაჰ, რამდენი ვილაპარაკე, მომეწონა ლექსი და იმიტომ. 5.
ჩანს წარმოსახვითმა გმირმა თავდაპირველი მიზანი რომ განახორციელოს ზუსტად იცის რომ ვერ გამდიდრდება :) რამე უნდა აირჩიოს ასეთ დროს ადამიანმა ან სიმდიდრე ან სარჩო ან მიზანი. სამივე შესაძლებლობა ერთმანეთს თუ ემთხვევა კარგია. ასეც ხდება. მაგრამ უშრომლად არცერთი არ მოდის. უშრომელი შემოსავალი მარტო კომუნისტების დროს იყო. როცა საყვარელ საქმეს არ აკეთებ, ზუსტად მაშინ იღლები ადამიანი. ჰო... მართლა... და ვისაც მაგ მიზეზების გარეშე აქვს "უშნო,უფრო სწორად-ქალის ხასიათი" იმან რა უნდა ქნას? ჰაჰ, რამდენი ვილაპარაკე, მომეწონა ლექსი და იმიტომ. 5.
5. რა ვიცი აბა თბილისი გახდა ცხრაკლიტულიო და მე კი მგონია ცხრავე კარი ღია აქვს ვის არ ვახავ აქ.
გულიანი და მტკივნეული ლექსია. რა ვიცი აბა თბილისი გახდა ცხრაკლიტულიო და მე კი მგონია ცხრავე კარი ღია აქვს ვის არ ვახავ აქ.
გულიანი და მტკივნეული ლექსია.
4. ცოტა ბევრჯერ არის "მაგრად", თუმცა კი უხდება. მე მომწონს. ქალის ხასიათიც უხდება, შტრიხია ერთ-ერთი მთავარი, ორმელიც განწყობას ქმნის. არის თემები, რომლებიც ბევრს გვაწუხებს და გვაღიზიანებს და იმის მიუხედავად რომა მ თემების არსებობა ახალი არ არის, საინტერესოდ წასაკითხი ნაწერია. რაც ყველაზე მთავარია, რომ დაგამახსოვრდება ისეთია. ცოტა ბევრჯერ არის "მაგრად", თუმცა კი უხდება. მე მომწონს. ქალის ხასიათიც უხდება, შტრიხია ერთ-ერთი მთავარი, ორმელიც განწყობას ქმნის. არის თემები, რომლებიც ბევრს გვაწუხებს და გვაღიზიანებს და იმის მიუხედავად რომა მ თემების არსებობა ახალი არ არის, საინტერესოდ წასაკითხი ნაწერია. რაც ყველაზე მთავარია, რომ დაგამახსოვრდება ისეთია.
2. კოლან,მაგრად გამაღიმე,ჯიგარი ხარ ,რომ ასე პირდაპირ და ობიექტურად დამესხი თავს,თუმცა ეს
მაგრად ამეკიდა მელანქოლიური, უშნო,უფრო სწორად ქალის ხასიათი.
თუ რამე დადებითია ამ ლექსში,სწორედ ეგ ადგილია.ჩემი სუბიექტური აზრით.გმადლობთ,რომ მკითხულობთ.სულ ასე არ იქნება,გამოსწორდება საქმე. კოლან,მაგრად გამაღიმე,ჯიგარი ხარ ,რომ ასე პირდაპირ და ობიექტურად დამესხი თავს,თუმცა ეს
მაგრად ამეკიდა მელანქოლიური, უშნო,უფრო სწორად ქალის ხასიათი.
თუ რამე დადებითია ამ ლექსში,სწორედ ეგ ადგილია.ჩემი სუბიექტური აზრით.გმადლობთ,რომ მკითხულობთ.სულ ასე არ იქნება,გამოსწორდება საქმე.
1. აუჰ ,სხვ ბნელ ადგილბს რო შევეშვა ქალზე ის ბნელი აზრი არ უნდა გეხსენებინა აზრი კი არა არ ვიცი , სამჯერ ოტიას ინტონაციით აუჰ აუჰ ,სხვ ბნელ ადგილბს რო შევეშვა ქალზე ის ბნელი აზრი არ უნდა გეხსენებინა აზრი კი არა არ ვიცი , სამჯერ ოტიას ინტონაციით აუჰ
|
|
მონაცემები არ არის |
|
|