ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პროზა
4 ნოემბერი, 2015


ადამიანური ს ა ფ რ თ ხე ე ბ ი თუ....

ცხელოდა.
სიცხის  ბუღი  ხუთავდა  და  ახრჩობდა  ქალაქს.
მომწყინდა,  დავიღალე,  სიმარტოვე  ვიგრძენი.  ხელაღებით  გადავწყვიტე  გავცლოდი  აქაურობას,  დროებით  მაინც. დიდი  ფიქრის  შემდეგ,  გეზი  გურიისაკენ  ავიღე.
  ჩავედი  ოზურგეთში,  გავაჩერე  ტაქსი,  მისამართი  ვაცნობე,  სევდიანად  მოვკალათდი  შიგ  და 10,15  წუთში  მივადექი, ჩემი  ეზოს  დაკეტილ  ჭიშკარს..  ჭრიალით  გაიხსნა  ჭიშკარი,  თითქოს  ასე  მსაყვედურობდა  ამდენიხნის  უნახაობას.
  ბარგი  დავალაგე  და  მაშინვე  ეზოსაკენ  გავემართე.  ყველაფერს  უხმოდ  ვეფერებოდი-ბალახს,  ფოთოლს,  მინდვრის  ყვავილებს  და  ა.  შ.
მერე  გადავხედე  გურულ  მემამულესავით,  ჩემი  ხელით  გაშენებულ  თხილის , საკმაოდ  მოზრდილ  ბაღს  და  სიამოვნების  გრძნობამ  გულში  გამიელვა.  ერთი  ეგ  იყო,  რომ  ყაბალახის  ბოლოები  ვერ  გადავიქნიე  მხრებზე  და  ცარსკები  ვერ  ავაჭრიალე, ვერც  დაწკეპილ  შავ  ულვაშებზე  გადავისვი  ხელი,  საპირისპირო  სქესის  წარმომადგენლობის  გამო,  საამისო  შანს  მოკლებულმა,  თორემ,  სხვა  მხრივ,  გაამაყება,  კი  შევძელი,  მედიდურად,  როცა,  ჩემი  ნაშრომის  შედეგს-დაზვირთულ  თხილის  ტოტებს  შევყურებდი.
  ერთგან  შევჩერდი,მსხვილ, ბაღის,  ქართულ  თხილს,  სულ  ახლოს  ამოსვლოდა  ველური  თხილი,  რომელიც  საკმაოზე  მეტად  გახელებულიყო  და  გასაქანს  აღარ  აძლევდა,  მას.
  მეწყინა,  გადავწყვიტე,  მეორე  დღეს  მომეჭრა.  ნიშნის  დადების  მიზნით,  ტოტი  მოვატეხე  და ზედ  მივაგდე,  რომელიც  ზედ  ხეზე  გაჩერდა  მოტეხილით  თავქვე.
  გავყევი  სხვა  მხარეს,  თავბრუ  დამესხა,  აღარ  ვიცოდი  საიდან  დამეწყო,  ბევრი  საქმე  იყო  ერთი  ადამიანისათვის.
საღამოვდებოდა, გამოვბრუნდი  სახლისაკენ  და  თან  მიწიერ,  ადამიანურ  საფრთხეებზე  ვფიქრობდი.  ამეკვიატა  ეს  ფიქრი,  შემაშინა  მათმა  სიმრავლემ.
  მცირედად  წავიხემსე,  მოვაწესრიგე  იქაურობა  და  დასაძინებლად  მოვემზადე.
დავწექი.  ღია  სარკმლიდან  მოჩანდა  ბინდისფერი  ცა.  მალე,  ცივი  და  მრგვალი,  ღია  ფერის  ლაქებიანი  მთვარე,  ნელა  და  უხალისოდ  ამოცურდა  ცაზე.  აივსო  ზეცა,  სხვადასხვა  ზომის  მოკაშკაშე  ვარსკვლავებით.ჭრიჭინები  თავგამოდებით  აჟღერებდნენ,  ღვთითბოძებულ,  მამაპაპისეულ  ჰანგებს.
  სიმარტოვის  თავისებურმა  შეგრძნებამ  პიკს  მიაღწია  და  ფიქრებიც  ლაბირინთებში  გადაეშვა.  დაღლილობა  ვიგრძენი  და  ჩამეძინა.

                                                                                    დ ღ ე      მ ე ო რ ე

          გათენდა.  დამაფიქრა  მოზღვავებულმა  საქმემ.
  გამოვეწყვე  სამუშაო  ფორმაში  და  გავუყევი  ეზოს  ბოლოსაკენ  მიმავალ  ბილიკს.  სიამაყისა  და  კმაყოფილების  გრძნობამ  ნაღებივით  წამოუარა  ზემოდან  ყველა  ფიქრს.  დაზვირთული  თხილის  ხეები  ნაყოფს  ვეღარ  მალავდნენ, მიხაროდა,  მოსავალს  კარგი  პირი  უჩანდა. თითოეულ ხეს  ხელით  ვეხებოდი  და  ვეფერებოდი.
  წინ  მივიწევდი.
წამით  შევჩერდი და  იმ  თხილისაკენ გამექცა  მზერა,  წინა  დღეს  ჩასვლისთანავე,  რომ  მოვნიშნე და  გამოვიმეტე  ამოსაძირკვად.  მეუცნაურა  რაღაც,  მივუახლოვდი..  ჩემს  მიერ  წინა დღეს  მოტეხილი  ტოტი  დამძიმებულიყო,  ზედ  სიშავეც  შევნიშნე.
კიდევ  ახლოს  მივედი.  შემზარა  ნანახმა. 
    მოტეხილ  ტოტზე  სამკუთხედი  ფორმის  გამოსახულებით,  ზედ  გაწოლილიყო  პირთავქვე  70-80  სმ  სიგრძის  შხამიანი  ქვეწარმავალი, 
ჯოხით  ვცადე  იმ  ტოტის  მიწაზე  დაგდება,  რაც  ვერ  მოვახერხე,  მან  კი,  მიმართულება ზემოთკენ  აიღო,  გადავიდა  მეორე  შედარებით  წვრილ  ტოტზე,  ნელა  იწყო  ზემოთკე  ასვლა.  მე  ფეხით    ვცადე  მიწისკენ  ამ  ტოტის  გადახრა,  იქნებ  მიწაზე  ურჩევნიაო,  მაგრამ  ის  ზევით  მიიწევდა  ნელა.  კიდევ  ვცადე  ტოტის  გადახრა,  მაგრამ,  როგორც  კი,  შეირხა  ტოტი,  უსწრაფესად  შემოხვია  კუდი  სამჯერ  ტოტს,  თავი  ზევით  ასწია  . რაღაც  არ  მომეწონა,  სასწრაფოდ  მოვშორდი  და  სხვა  ხშირტოტება  ხეს  ამოვეფარე  მოშორებით  და  იქიდან  ვადევნებდი  თვალყურს.  უცებ  შხუილის  ხმა  მომესმა.
    რაღაც  დროის  შემდეგ  გავიარე  და  ის  გრძნეული  ვეღარსად  ვნახე,  გამიკვირდა.  დედას დავურეკე,  მოვუყევი  ყველაფერი.    მითხრა  კუდით,  რომ  შემოეხვია,  ხომ  მოშორდი  იმ  ადგილს,  მაგ  დროს  გაფრენა  იცის  და  შეიძლება  ადამიანისკენ  გაფრინდესო. ასე  მოვიქეციო, დავეთანხმე.
მომიწონა  მოქმედება.
ის  ველური  თხილიც  დარჩა  თავის  ადგილზე  მოუჭრელად  და  დღემდე  იქ  დგას ,  მან  ის  ამოძირკვას  გადაარჩინა. რატომ  მოხდა  ასე,  არ  ვიცი,  ისე  უცნაური  ფორმა  კი  აქვს  იმ  თხილის  ნაყოფს,  განსხვავებული.
რამდენიმე  დღე  იმ  ადგილისკენ  აღარ  გამიხედავს.
    მანამდე,  ხეზე  არასოდეს  მინახავს  ქვეწარმავალი,  ამას ვერც  წარმოვიდგენდი.  ახლა  გამახსენდა,  გურიაში  ერთ  მოხუც  მეზობელ  ქალს,  თხილის  ბაღი  ჰქონდა  ტყის  პირას,  მოყვა,  რომ  იქ,  მიწიდან  თხილის  კრეფისას,  ავიხედე  და  დავინახე,  რაღაც  მოძრაობდა  თხილის  ტოტზე  ჩემს  თავს ზემოთო,  ავხედე  კარგად  და  მაჯისსიმხო,  ჭრელი,  3  მეტრი  სიგრძის  ქვეწარმავალი  ჩემსკენ იწევდა  კუდით დახვეული  ზედა  ტოტიდანო.  მას,  სწრაფად  მოუხერხებია  გაცილება  და  დამალვით  გამოქცევა  სახლში.  მას  შემდეგ,  იმ  ქალმა  ის  ბაღი  გაყიდა,  იქ  მისვლა  ვეღარ  გაბედა.
    კიდევ  გამახსენდა,  ფეხმძიმედ  ვიყავი, ჩავედი  გურიაში.  ეზოს  ბოლოში  ერთ  მზიან  ნაწილში  ბევრი  მარწყვი  იდგა.  ორდღეში  ერთხელ  გავდიოდი  და  ვკრეფდი. ერთ  დღესაც,  მივდიოდი  იქ, 9-10  მეტრი  იყო  დარჩენილი  მარწყვებამდე.,  უცებ  ხმა  მომესმა  ისეთი, კაცი  რომ  გადადგამს  ნაბიჟს  ბალხში,  გავჩერდი  და  გავიხედე.  ვხედავ,  მკლავისსიმსხო  ჭრელ  ქვეწარმავალი, მეტრანახევარ  სიმაღლეზე  დგას, ჩემსკენ  იყურება,  ხანდახან  აქეთ-იქითაც  იხედება,  ბრტყელთავა,  ჯაგარაშლილი  ღორივით  კისერზე 25  სანტიმეტრის  სიგრძეზე.  შემზარა. თვალი  თვალში  გავუყარეთ,  დიდხანს  არ  დავძრულვარ  ადგილიდან,  15  წუთი  მაინც  ვიყავით  ამ  მდგომარეობაში,  მერე  დაეშვა  მიწაზე  და  მეზობლის  ეზოსკენ  წავიდა.  კაცი  რომ  გაიქცევა,  ისეთი  ხმა  ჰქონდა  ბალახს  რომ  მიდიოდა,  სამმეტრზე  მეტი  სიგრძის  იყო.  ეს  საშინელი  დღე  იყო,  არ  მავიწყდება.  უმძიმესი. თურმე, ორივე  იმ  მარწყვზე  დავდიოდით  და  ერთხელაც,  ასე  შევხვდით.  მას  შემდეგ  მარწყვზე  იმ  ადგილს  აღარ  გავკარებივარ,
      ამბობენ,  ფეხმძიმე  ქალს,  არ  ერჩიანო,  ეგ  გრძნეულნი.  შეიძლება,  ამანაც  გადამარჩინა,  მაშინ! 
    და  ბოლოს,  ამ გრძნეულმა, ერთი,  რომ  გადაარჩინა,  ის  ველური  ხე  ამოძირკვას,  მეორე,  მიმანიშნა,  რომ  საფრთხეები  არის  არა  მარტო  მიწიერი  და  ადამიანური,  საფრთხეები  არსებობს  ყოველმხრივი  და  მრავალფეროვანი,  ყოველი  მიმართულებით,  სხვა  ცოცხალ  არსებათაგან, რომლებისაც  გეშინია  მიწაზე.  და  მესამე,,  რომ  სიფრთხილე  მუდმივად  აუცილებელია  კეთილდღეობისათვის,  რომ  ადამიანი,  მზად  უნდა  იყოს  თავდაცვისათვის  ყოველთვის.  თუმცა  ამბობენ,  რომ  ქვეწარმავლები  ვერ  ხედავენ,  მიზანშიამოღება  ეფექტურად  ეხერხებათ,  მსხვერპლის  მოძრაობის  შესაბამისად.
      აქვე  გამახსენდა,  დედის  ნაამბობი,  ქვეწარმავალს  ქალი,  რომ  შეუყვარდა,  ჯერ ქმარი  მოუკლა,  მერე  მთელი  ოჯახი  ამოუწყვიტა  და  მასთან  მიახლოვებას  არავის  პატიობდა  და  არც  ამის  საშუალებას  აძლევდა  ვინმეს. 
    არსებობს  მრავალი  მითი  ამ  გრძნეულებზე. 
გულახდილად  ვიტყვი,  არ მიყვარს  მათი  დანახვა, მტრობით  არ  ვმტრობ  და  არც  ვკლავ  მათ.  ისინი  თავისი  გზით  მიდიან,  მე  კი,  ჩემით.  ასე  ვაგრძელებთ  სიცოცხლის  ყველა  ეტაპს,  ჩვენ  ჩვენთვის,  შესაბამისად,  შეძლებისდაგვარად.  დაწესებული  ადათ-წესების  მიხედვით.

    ამ  დღეს  იყო  ძლიერი  სიცხე,  სწვავდა  ლამის  ყველაფერს. ცა  იყო  კრიალა  და  მოწმენდილი.
ასე  ვიფიქრე,  ხეს  ტანზე,  ალბათ  სიგრილე  აქვს  და  ამიტომ  იყო  ასული  მასზე  ქვეწარმავალიც.

    მიყვარს  გურია.  ულამაზესია  მუდამ,  ტყე,  მდინარე,  სიგრილე  და  რას  ინატრებ  ივლის-აგვისტოში  გულით,  იქ  რომ  არ  იყოს.  ეზოში,  საკუთარი  ხელით  მოკრეფილი  სოკო  და  მრავალი  სიკეთე, სადაც  საფრთხეთა  სხვადასხვაობაც  ყოფილა    განსხვავებული და  მოსალოდნელი.

    ვერასოდეს  შემიდარებია  საქართველოს  რომელიმე კუთხე  ერთურთისათვის,  ყველა  მათგანში  განსაკუთრებული  ხიბლი,  სილამაზე  და  წარმტაცობაა,  რითიც  იზიდავს  მხილველს,  ნუსხავს  და  ატყვევებს,  როგორაც  ცოცხალი  არსება  და  დავიწყების  საშუალებას  არ  აძლევს.

  მარად  იყავი  ჩემო  ქვეყანავ,  ჩემო  სამშობლოვ  ასეთი  შეუდარებელი  და  განუმეორებელი,  შენ,  ხომ  ღვთისმშობლის  წილხვედრი  ხარ  და  ერთადერთი.
    არ ვიცი,  რომელი  საფრთხეა  მომეტებულად  საშიში  მითითებულთქააგან  და  უფრო  მოსარიდებელი ?
ეგებ,  თქვენ  იცით.
     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები