ადრე აქ იბადებოდნენ,გმირები დიდნი,ლომგულნი იცოდნენ საქართველოსთვის იყვნენ ამქვეყნად მოსულნი. დღეს შეიცვალა დროება,თითქმის სუყველა ფლიდია იშვიათს უყვარს სამშობლო,უმეტესობას კიდია.. ზოგნი ფიქრობენ მას უკვე,აღარ სჭირდება შვილები ისედაც კვდება საცოდავს,სული უჭირავს კბილებით ზოგნი იბრძვიან, ომობენ და არასოდეს კრთებიან მათ სჯერათ კვლავ გაბრწყინდება, სისხლს ღვრიან მისთვის კვდებიან. ზოგი მალამოს ეძებენ დადიან, ვლიან ტრამალებს, ზოგს არ ადარდებს მომაკვდავს,თვითონ უთხრიან სამარეს, ზოგი არაფერს აკეთებს, საერთოდ სხვაგან მიდიან, დგანან მსოფლიო ბირჟაზე მამა-პაპის ძვლებს ყიდიან, ნეტავი თვითონ რას ფიქრობს,ჩვენი სამშობლო ბედკრული განაწამები,სნეული ჩვენი ხელითვე მოკლული.. ,,-ესე არაა შვილებო,გინდ დამაყენოთ ყირაზე მუხლს არ მოვიდრეკ,ვიბრძოლებ,ვიცოცხლებ მტრების ჯინაზე, მუდამ ასეა ქართველნო,მინდა,რომ თქვენ ეს იცოდეთ, სანამ ერთს მაინც ვუყვარვარ,გჯეროდეთ მაინც ვიცოცხლებ მერწმუნეთ,თქვენი წადილი,გასაჭირის ჟამს სიურჩე მახარებს,ცრემლებს მწმენდავს და ყველა იარას მიყუჩებს, ნურც იმ ძმებს განსჯით,რობლებმაც რაღაც მიზეზით დაგვტოვეს ბოლოს მაინც ხომ აქ მოვლენ,ფესვებს ვერასდროს დათმობენ. ხოლო თუ ვინმე ფესვს მოსწყდა,წახდება,დაღუპულია მათზე ფიქრს აზრი არა აქვს,სუყველა დაკარგულია. ჩვენ ბევრ განსაცდელს გავუძლებთ და წინაც ბევრი მოგველის, მაგრამ დაგვიცავს უფალი. უფალი! ყოვლის მპყრობელი. ბოლოსკენ კიდევ ერთს გეტყვით,მხარი მხარს მივცეთ, ხელი ხელს მხოლოდ ერთობით,ღვთის შიშით გავუმკლავდებით განსაცდელს… . 23.10.2015
გაიხარე... მარა ამაზე ეხლაც რო ვკიტხულობ მბურძგლავს.. რაღაც ჟინს მიღვივებს "ზოგნი იბრძვიან, ომობენ და არასოდეს კრთებიან მათ სჯერათ კვლავ გაბრწყინდება, სისხლს ღვრიან მისთვის კვდებიან."
გაიხარე... მარა ამაზე ეხლაც რო ვკიტხულობ მბურძგლავს.. რაღაც ჟინს მიღვივებს "ზოგნი იბრძვიან, ომობენ და არასოდეს კრთებიან მათ სჯერათ კვლავ გაბრწყინდება, სისხლს ღვრიან მისთვის კვდებიან."
რავიცი ზმნაა ჩვეულებრივი რას შვრებიან ? ვლიან :D პ.ს. მადლობა შენიშვნისთვის.. მაგრამ მერწმუნე არც მაცვლების რაოდენობა დამითვლია და არც მიმიქცევია ყურადღება მაგ ვლიასთვის რაც პირველი მოვიდა თავში ის დავწერე. მეც სულ ორჯერ მაქვს წაკითხული ეს ლექსი მარა ჯერ ესეც კაია 17 წლის ვარ და ასე ვთქვათ ჩემ ჭიას ვახარებ :D