ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ჩესტერი
ჟანრი: პროზა
25 ოქტომბერი, 2015


სხვისი მისი ვისი

- "ვისრამიანი" არის სატრფიალო-სამიჯნურო ნაწარმოები... მმმ...
" ტფუი! ეს ხო ვერ გასცდა ამ სატრფიალოებს და სამიჯნუროებს, ან რა ჭყპყ სახელი აქვს, ახლა წავალ!"
- აჰაა, და ესე იგი თავდაპირველად ფალაურ ენაზე ყოფილია დაწერილი, ვაა...
"არადა არ აინტერესებს, ხო ვიცი არა, მე მომატყუებს?!"
- უნდა ვისწავლო, უნდა ვისწავლო...
"ვარაგარადუუუუუ თუ მეიქ იუ ლავ მეეეე"
- აჰა, მერე ამ ჯორჯანელს უთარგმნია ახალ სპარსულზე
"ამას ვითომ აღმოსავლურ-დასავლური დივანიც უნდა წაეკითხა, არც ვისი აინტერესებს, არც რამინი და არც სპარსულობები!"
- დაიცა, დაიცა ვისი მიათხოვეს თავის ძმას?
"გაზი დაგრჩა ჩართული, წადი შეამოწმე"
- რას ვამბობდი? ა, ხო, ანუ დედამისმა გააყოლა თავის ძმას, სიყვარული-შმიყვარული... კაი ესენი თუ ერთმანეთისთვის ბნდებიან, აბა რამინი ვინღაა...
"იმიტომ ვამბობდი, აგეღო რამე წესიერი საგანი, და არ გასწავლიდნენ ინცესტობებს"
- აბა ახლა ვმობილიზდეთ! ძაანაც საინტერესოა! თან სავალდებულოა, სავალდებულო მაინც არ იყოს... ოჰ...
"რამდენი წუთი იქექავს თავს, სულ ასე იცის, როცა არ აინტერესებს თავს და შუბლს ისრესს კანის აფრცქვნამდე..."
- ჩამოვყალიბდეთ, ვისის უყვარს ვირო, ვირო არის ძმა, ვისის ათხოვებენ მოაბადზე, რამინი არის მოაბადის ძმა, რამინის ვისი უყვარდება, ძიძა ურჩევს ვისის, რამინი კაი ბიჭია საყვარლად გაიხადეო, ამან - რატომაც არაო... რას ვსწავლობ ღმერთო...
"მიხვდა!"
"სამოცდაექვსში ლონდონში ხანძარი იყო"
- შაჰრო დედამისია...
"შენს ვიდეოს ათი ათასი ნახვა აქვს"
- მოაბადი მედგრად დგას ციხესთან...
"მედგარი, მედგარი, მედგარი, ლომი მედგრად გაეკიდააააა, მედგარი მზაკვარს ნიშნავს, ყურებზე ხელებს ნუ იჭერ შენი ჭირიმე, სად წახვალ"
- ვიროც და რამინიც ლაჩრები არიან, ეს დას და ცოლს წარაკუა მეფეს ურიგებს, რამინი კიდე შუა ომიდან გამორბის ვისი მომენატრაო, რომელი რაინდობა?
"ენდ ააააააააააააააააააააააააააააააი აააააააა ვილ ოლვეის ლავ იუუუუ, მაგას სიყვარული ჰქვია ბნელო!"
"ცხრაჯერ შვიდი სამოცდასამია"
"სამოცდასამში არა და სამოცდაცხრაში დავჯექით მთვარეზე, ან არა..."
"აპოლო თერთმეტი"
"თერთმეტი სექტემბრის ტერაქტიდან რამდენი წელი გავიდა?"
- ვისრამიანი ცარიელი სიყვარული და ვნებაა... ანუ... აქ ხალხი ყველაფერზე წამსვლელია სიყვარულისთვის
"ახლა სხვანაირადაა?"
- უნდა ვისწავლო, უნდა ვისწავლო...
"მე ვარ ბარნიი, პატარების მეგობარიიი, მარცვლეულიიის..."
"ეს მართლა კითხულობს, მგონი"
- რამინმა ვისის უღალატა, საწყალი ვისი... მე მესმის მისი...
"შენ ყოფილს სხვა ყავს! მიგაგდოო... რა დროს ვისია!"
- შე საწყალო, ერთი ხე ვიშოვეო, ტრაბახობ, და ეს არ იცი, რომ მთელი წალკოტი დაკარგე... აუჰ, ყოჩაღ ვისის!
"ყოჩაღ შერმადინიი!"
"გუშინ რაგბს რატომ არ ვუყურეთ?"
- ნახე პროსტა რაა, ნუ კვნესი ვისო, კაცები დაილიაო? არადა, როგორ შეიძლება ადამიანმა ის დაივიწყო, ვისი სახის წარმოდგენაშიც გეძინება და ვისი არყოფნაც დილაობით გაღვიძებს...
"ეძინება ამას, არა, არა, არა! თავი არ ჩამოდო! შენ მამაკაცი ხარ! ნამდვილი ვაჟკაცი! აწი თავი დროზე, მოგრია ხო სიყვარულმა ხელი! მორევა ახლა ნახე შენ, ადე ბიჭო! ადე შე ჩმოროო!"
- როგორ შეიძლება ქალმა ასეთი მშვენიერი რამ მიწერო კაცს?
"ოოო ჰელოო პაპაგენააა"
"განშორება კაია თუ იცი, რომ ხვალ უეჭველად შეხვდები"
"აბაზანიდან ონკანიდან წყლის მოწანწკარების ხმა ისმის, დაკეტეთ ვინმემ"
- თურმე მე ჩემი ვისი დამიკარგავს... ის ნამდვილად ჩინური იყო, ჩინური ყვავილი იყო...
"მასეთი რომ ხარ, იმიტომ მიგაგდო და ვიღაც იდეაში ფულიან მამიკოს ბიჭს გაჰყვა! არ უნდოდი ეს რომანტიკოსი, რით ვერ მიხვდი?"
- ვისი და რამინი ერთმანეთს შეხვდნენ... ისევ... და ერთად არიან
"შენი ვისი არ დაგიბრუნდება, ახლა არის სხ'ვისიიიიი!"
"მუხლებს ერთმანეთს ურტყამს, ასე მაშინ იქცევა, როცა რაღაცას განიცდის"
- იტყვიან... ვისის გარდაცვალების შემდეგ, რამინი მის სარკოფაგში შესულა და უკან აღარასდროს გამოსულაო...
"რატომ გაჩუმდი?"
"წყალი დაკეტეთ?"
"მგონი გული აუჩქარდა..."
"შეყვარებულია... ხმას არ იღებს"
"მგონი დავიძინეთ..."


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  natinat ვულოცავთ დაბადების დღეს