ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია ჯაფარიძე
ჟანრი: პოეზია
27 ოქტომბერი, 2015


გამთენიო

დილით ვერც მამალმა დაიყივლა,
დილით მზეც სირცხვილით დაიწვა,
თივის ზვინზე ჩუმად ჩახვეულებს
როცა შემოგვისწრო აისმა.
მე რომ ორთავ თვალი გავახილე,
შენ რომ ცალი თვალით გადმომხედე,
მზემ რომ ცხრავე თვალი დახუჭა...
სიცილით ყვითლდებოდა,
სიცილით მწიფდებოდა,
სიცილით შაქრდებოდა
ზვინზე მიყრდნობილი ალუჩა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები