ნაწარმოებები


მოწვევა ხელოვანთათვის http://www.epfound.ge/wp-content/uploads/2019/02/Call-for-Applications_Awareness-Raising-Campaigns.pdf     * * *         * * *     მუხრანის პრემია - პოეტური მინიატურები     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1479&st=0

ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: პოეზია
2 ნოემბერი, 2015


და ასე...

"ძვირფასო ანა,
(მწერ და ფურცლებს შენი სუნი აქვთ.
ცივი თითები მეხებიან წერილებიდან;)
გადავიტანე
ზამთარი და მელანქოლია,
სიკვდილის შიში ყოველი დღის შებინდებისას.
გადაიკარა,
თებერვალი დასასრულია
ლოდინის, ფიქრის და უშენოდ გარდაცვალების,
ძვირფასო ანა,
მე იმედი არც კი მქონია,
უბრალოდ მსურდა, დაგეხუჭა ჩემთვის თვალები."
– – –
გწერ, რომ მარტო ვარ,
რომ გრენობლში ცამდე თოვლია
და მენატრები... და მიყვარხარ... და რემისია...
შემოგატოვე,
დამსხვრეული გულის ფანტომი,
დრო გადის, მე კი პატიება, არ შემიძლია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები