ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: ფრიდონი
ჟანრი: პოეზია
30 ოქტომბერი, 2015


ერთი ნაბიჯი თვითმკვლელობამდე

ფეხქვეშ გაფენილ ქვებზე,მოთამაშე მდინარის წყალი,
მთვრალი…
უფსკრულისაკენ მიმავალი,ნახევრად მკვდარი,
ვალი…
ფიქრობს ცხოვრების მოიხადა მან უკვე სრულად,
ძმაკაცს…
ახსოვს,რომ ჯიქას უქცევს საფლავზე ძმურად.
ჰამაკს…
ჰამაკს ურწევს შვილს და მის ტირილს არ იღებს ყურად,
მაინც…
სულ ცოტა დარჩა გასავლელი ბედკრულს ხიდამდე,
და ის…
წამებს,თავისთვის გულში ითვლის სუიციდამდე,
დაისს..
დაუცდის დაისს სიმბოლური იქნება ალბათ,
მერე..?
დარჩენილ წუთებს დაეწაფა საბრალო ხარბად.
ხელებს!
ხელებს გაშლის და გადახტება ზვირთების ზღვაში,
როცა..
ცხოვრება მორჩა და ჩაინთხა მდინარის ხმაში…
28.10.2015

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ბარბი ვულოცავთ დაბადების დღეს